მტკვარში მამაკაცს ეძებენ

© courtesy of Miho Neimanმტკვარი
მტკვარი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. სამძებრო ოპერაციაში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც არიან ჩართული.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. თბილისში, გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვარზე სამძებრო–სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები მდინარეში მამაკაცს ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, ხიდიდან გადახტა.
უწყების ცნობით, სამძებრო ღონისძიებაში ჩართულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავები, ადგილზე ასევე მობილიზებულია სპეცტექნიკა, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
ყველა ახალი ამბავი
0