კახა კუჭავამ კათოლიკოს-პატრიარქს „ილიაობა“ მიულოცა

© Sputnik / STRINGERილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) ხსენების დღეს აღნიშნავს.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ილიაობა მიულოცა. 
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
ილია მეორე: შევთხოვ უფალს, რომ ჩვენში სიყვარულის ტაძარი არ დაცარიელდეს
„დღეს არის ილიაობა და მინდა ყველამ მივულოცოთ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე“, – განაცხადა კუჭავამ.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენებას დღესასწაულობს.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, სამონაზვნო დასი და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მის უწმინდესობას ანგელოზის დღე მიულოცეს.
წმინდა ილია წინასწარმეტყველი ქრისტეშობამდე 9 საუკუნით ადრე ცხოვრობდა. მან სიყმაწვილიდანვე თავი უფალს მიუძღვნა და უდაბნოში განმარტოვდა. გადმოცემის თანახმად, უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს.
დღეს ასევე არის წმიდა ილია მართალის (ილია ჭავჭავაძის) ხსენების დღე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური