„ემოციებით ვარ სავსე": კახა კალაძე ოლიმპიური ნაკრების წევრებს აეროპორტში დახვდა

© Facebook / Government of Georgiaკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 34 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური ნაკრების წევრებს გულშემატკივრებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა და ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ჯერ ყველაფერი წინ არის და გამარჯვებები კიდევ იქნება.
„ემოციებით სავსე ვარ, უამრავი ადამიანია მოსული აეროპორტში და ხვდებიან ჩვენს ოლიმპიელებს. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც აქ არის ან სახლიდან გულშემატკივრობს ჩვენს ოლიმპიელებს, ვისაც გაუხარდა ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება და ჯილდოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოში დღეს დაბრუნდა ძიუდოს ნაკრები (ლაშა ბექაური – ოლიმპიური ჩემპიონი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი – ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორები), კრივის ნაკრები, ასევე ტყვიის მსროლელი, ოლიმპიური თამაშების ცხრაგზის მონაწილე, 1988 წლის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, რომელმაც სპორტული კარიერა ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობით დაასრულა.
იაკობ ქაჯაია კუბელ აკოსტა ფერნანდესთან ორთაბრძოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
ვინ იასპარეზებს საქართველოდან 2 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე
ამ დროისათვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ძალოსანი ანტონ პლესნოი გახდა. დღეს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალოსანი შეემატება – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია, რომელიც ფინალში გავიდა და ის ოქროს მედლისთვის მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს შეეჭიდება.
ყველა ახალი ამბავი
0