კიდევ ერთი მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე – იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედალს დაეუფლა

© AFP 2024 / JACK GUEZიაკობ ქაჯაია
იაკობ ქაჯაია - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
ქართველი მოჭიდავე ფინალურ ეტაპზე უძლიერეს კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, ქაჯაიამ საქართველოს რიგით მეექვსე მედალი მოუტანა.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა კუბელი სპორტსმენის უპირატესობით დაიწყო. არბიტრმა ორთაბრძოლის დასაწყისშივე ქაჯაია გააფრთხილა და ლოპეს ნუნიესმა დაწინაურება შეძლო (3:0). შეხვედრის მეორე ნახევარში კუბელმა მოჭიდავემ ქართველი ტატამიდან ორჯერ გაიყვანა და დამატებით ორი ქულა კიდევ მიითვალა. საბოლოოდ მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტოკიოშიც მოახერხა ოქროს მედლის აღება.
იაკობ ქაჯაია კუბელ აკოსტა ფერნანდესთან ორთაბრძოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
ვინ იასპარეზებს საქართველოდან 2 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე
​ნახევარფინალურ ეტაპზე იაკობ ქაჯაიამ ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური ასე მოიპოვა.
27 წლის იაკობ ქაჯაიასთვის ტოკიოს თამაშები კარიერაში მეორეა. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მან მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ამჟამად საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ძალოსანი ანტონ პლესნოი გახდა.
 
ყველა ახალი ამბავი
0