მოსაზრება: გრეტა ტუნბერგი საჭირო აღარ არის და ის თავიდან მოიცილეს

© photo: Sputnik / Alejandro Martinez Velez  / გადასვლა მედიაბანკშიგრეტა ტუნბერგი
გრეტა ტუნბერგი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
ივლისის ბოლოს კაცობრიობამ, როგორც ეს დასავლურმა მედიასაშუალებებმა გვაცნობეს, დედამიწის წლიური რესურსები ამოწურა.
ელენა კარაევა
ყველაფერი ის, რაც აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლის იქნება მოპოვებული დედამიწის წიაღში და ატმოსფეროში გაიშვება, ეგრეთ წოდებულ ეკოლოგიურ სესხში იქნება წარმოებული.
 Sputnik V - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
მოსაზრება: ვაქცინების ომი – როგორ ებრძვის ევროპა „სპუტნიკ V“-ს
სპეციალისტების დათვლით, კაცობრიობას, საზღვრების, ქვეყნებისა და კონტინენტებისგან დამოუკიდებლად, წარმოებისა და მოხმარების არსებული დონის შესანარჩუნებლად, დამატება ესაჭიროება ჩვენი პლანეტის ამჟამინდელი შესაძლებლობების     
ექსპერტების აზრით, კაცობრიობას, საზღვრების, ქვეყნებისა და კონტინენტების მიუხედავად, იმისათვის, რომ შეინარჩუნოს მოხმარებისა და წარმოების ამჟამინდელი დონე, დამატება ესაჭიროება ჩვენი პლანეტის ამჟამინდელ შესაძლებლობებზე.
და აქ გრეტა ტუნბერგის ხსენებას გვერდს ვერ ავუვლით, რომელმაც, როგორც ყველას გვახსოვს,  სახელი იმით გაითქვა,რომ „სასკოლო ამბოხი“ მოაწყო კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.
თავშივე უნდა ითქვას, რომ იმის სწავლება, თუ როგორ უნდა უყვარდეთ ბუნება, მათ, ვინც სსრკ-ში იცხოვრა, სრულებით არ სჭირდებათ.
როცა „მთელი ცივილური სამყაროს სუპერმარკეტებში“ შეძენილი პროდუქცია პლასტიკის პაკეტებში ლაგდებოდა, საბჭოელები მაღაზიებში ბადე-ჩანთებით დადიოდნენ (დღეს ეს ბოლო მოდაა და ბადე-ცანთა შეიძლება 80-დან რამდენიმე ასეული ევროც კი ღირდეს — მარკის გათვალისწინებთ), სადაც პროდუქტს ქაღალდში უფუთავდნენ, ხოლო ცელოფნის პარკებს ხშირად რეცხავდნენ და აშრობდნენ, რათა მრავჯერ გამოეყენებინათ.
ბავშვებსაც პატარაობიდან აჩვევდნენ ჯართის ჩაბარებას და ძველ ჟურნალ-გაზეთებსაც (არც ქაღალდის სხვა პროდუქციას) არ ყრიდნენ, რათა მერე მიმღებ პუნქტებში ჩაებარებინათ და 20 კგ მაკულატურის სანაცვლოდ რომელიმე წიგნის შესანიშნავი გამოცემა მიეღოთ.
ასევე აბარებდნენ მინის მაწარმსაც — რძისა და მაწვნის ბოთლებს, ლიმონათის, ლუდისა თუ ღვინის ტარას.
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
მოსაზრება: ევროპა ფიქრობს, როგორ დასაჯოს რუსეთი
ცხოვრების ასეთი სტილი სიღარიბით კი არ იყო ნაკარნახევი, არამედ რესურსებისადმი გონივრული მიდგომით.
მაგრამ „მთელი ცივილური სამყაროს“ ლაშქრობას დავუბრუნდეთ, რომელმაც „ბუნების მოფრთხილება“ გადაწყვიტა.
კიოტოს პროტოკოლის ამოქმედების მომენტიდან, რომლის დეკლარირებული მიზანიც CO2-ის გამოფრქვევების შემცირებაა, გაირკვა, რომ სათბური გაზების მოცულობა იმდენად არ შემცირდა, რამდენადაც საბირჟო ვაჭრობის ერთ-ერთ განსაკუთრებულად მომგებიან ნორმად იქცა. გამოფრქვევებზე კვოტები ისეთივე საქონელი გახდა, როგორიცაა ნავთობი, მარცვლეული, კაკაო და სხვა commodity-ები.
„პლანეტის შენარჩუნებისთის“ ატეხილ ხმაურში ბირჟები ჰაერით ვაჭრობენ — პირდაპირი გაგებით. მაკლერები და ბროკერები, არიან რა შუამავლები მათ შორის, ვისაც ძალიან ბევრი და ძალიან ცოტა კვოტა აქვს, ქონებას აგროვებენ.
ხოლო სადაც ბევრი ფულია, იქ ყოველთვის არის კოლოსალური შესაძლებლობები თაღლითობისთვის. ოსტაპ ბენდერის მემკვიდრეებმა, მაგალითად, საფრანგეთის სახელმწიფოს, მხოლოდ „ჰაერით“  ვაჭრობისთვის განკუთვნილი დამატებითი ღირებულების გადასახადის გადაუხდელობის გამო, ორი მილიარდი ევრო ააფცქვნეს.     
მაგრამ ათი წლის წინ მხოლოდ ყვავილები იყო, ნამდვილი ნაყოფის კრეფა საფინანსო გლობალისტურმა წრეებმა სწორედ ახლა დაიწყეს.
კურსკის ბრძოლა - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
მოსაზრება: ომი, რომელში გამარჯვებაშიც ქვეყანა დარწმუნებული იყო
პარიზში კლიმატის საკითხებზე კონფერენციის (2015 წელი) დასრულებისთანავე შეიქმნა ეგრეთ წოდებული მწვანე ბონდები — იგივე ფულადი ინსტრუმენტები, რომლებიც ობლიგაციების განთავსებიდან იძლევა შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
სესხები გარანტირებულია მსხვილი ბანკებისგან ან თავად ევროპის ცენტრობანკისგან.
მოცულობა — ათობით მილიარდი ევრო წელიწადში.
მაგრამ ეს ციკლოპური თანხებიც კი მხოლოდ უვერტურაა მერლეზონის ბალეტში. ნამდვილი მოქმედებები სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც „ახალი ეთიკის“ ყველა მოთხოვნის დამაკმაყოფილებელი (გოგონა, ულამაზო გოგონა, გოგონა ქცევის განსაკუთრებული მანერით) გრეტა ტუნბერგი „ეკოლოგიის ჟანა დ’არკად“ დანიშნეს და შვედეთის პარლამენტის წინ დასვეს.
ეს 2018 წლის ზაფხულში მოხდა. წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ტელეჯგუფები ყოველ პარასკევს იდგნენ სკანდინავიური სამეფოს რიკსდაგის წინ, რათა პრაქტიკულად წუთობრივად დაეფიქსირებინათ, რას აკეთებდა და რას ამბობდა გრეტა. ასეთი პიარი სპორტის, პოლიტიკისა თი კინოს არცერთ ვარსკვლავს არც კი დასიზმრებია.
მაგრამ საფასური იმ ძალისხმევების შესაბამისი იყო, რომელიც „ოქროს მილიარდის“  ობივატელების ტვინების გამორეცხვას ემსახურებოდა — ზუსტად ნახევარი წლის შემდეგ კატოვიცაში მორიგი კონფერენცია ჩატარდა „კლიმატის დაცვის“ კუთხით, სადაც გადაწყდა კიდეც განვითარებული ქვეყნების ეკონომიკების მწვანე რელსებზე გადაყვანა. ამის მთავარი ლობისტი ევროკავშირი იყო, ხოლო აშშ-მა და რუსეთმა განსაკუთრებული მოსაზრებები გამოთქვეს.
თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
საქართველოს „მწვანე ეკონომიკა": მსოფლიო ბანკმა პერსპექტივები შეაფასა
წამოწყების ღირებულება წელიწადში 100 მილიარდი ევროა. განვითარებადი ქვეყნებისთვის მცირედი დახმარებით (არც უამისობაა), მაგრამ ძირითადად მწვანე ტექნოლოგიების სასარგებლოდ ბაზრების გადასანაწილებლად, ისე, რომ ყველა ფინანსური ნაკადი ევროპის საბანკო სტრუქტურებისკენ მიმართულიყო.   
აქ საუბარია არა მაკულატურისა თუ ჯართის შეგროვებაზე ან მინის ტარის ჩაბარებაზე, არამედ ფულადი ნაკადების ადრესატების შეცვლასა და მწვანე რევოლუციის ბენეფიციართა შემადგენლობის შეცვლაზე.
რა თქმა უნდა, მთელი ეს ფული ისე ჩაუფრენს წვრილ და საშუალო ბიზნესს გვერდით, როგორც „ფანერა გადაუფრენს პარიზს“.
ევროკავშირის მიერ ეკონომიკის სტიმულირების გაცხადებული და დამტკიცებული გეგმის ნახევარი — ეს კი თითქმის 740 მილიარდი ევროა — ეკოლოგიური ინიციატივების ასიგნაციებია, მაგრამ სუბვენციები, მათი მიღების პირობების თანახმად, პრაქტიკულად მხოლოდ მსხვილი  ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვისაა გათვალისწინებული.
რაც შეეხება ობივატელებს, მათ, რაღა თქმა უნდა, რამდენიმე ათეულ ევროდ ბადე-ჩანთის ყიდვის შესაძლებლობას მისცემენ, რათა მათ „ახალი მომხმარებლების“ სეტასთან დაახლოებულად იგრძნონ თავი.
და სადაა გრეტა?
გრეტამ თავისი როლი შეასრულა, გრეტას შეუძლია წავიდეს.
უფრო სწორად, ის უკვე წაიყვანეს“.
„ეკოლოგიის ჟანა დ’არკის“ ბოლოდროინდელი განცხადებები კლიმატის ცვლილებასა და „მოპარულ ბავშვობას“ კი არ ეხებოდა, არამედ COVID-19-ის ვაქცინების უსამართლო განაწილებას.
გრეტას ინტერესების ესოდენ რადიკალური ცვლილებით გამოწვეული გაკვირვების მიღმა მხოლოდ შემდეგის კონსტატაციაა შესაძლებელი: როდესაც გლობალისტური დონის შულერებთან ჯდები სათამაშოდ დიდ ფულზე, სამართლიანობის ხსენება ცოტა უცნაურიც კია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
ყველა ახალი ამბავი
0