ვაქცინაციის წახალისება: ახალგაზრდა ბრიტანელები აცრის შემთხვევაში ფასდაკლებებს მიიღებენ

© REUTERS / Toby Melvilleკაფე ლონდონში
კაფე ლონდონში - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
ამ დროისათვის მასტიმულირებელ აქციაში უკვე ჩართული არიან ლონდონის რესტორნების ქსელი, ტაქსის მომსახურებისა და მიწოდების კომპანიები.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. დიდ ბრიტანეთში 29 წელზე უმცროსი ასაკის ახალგაზრდები COVID-19-ზე აცრის გაკეთების სანაცვლოდ ფასდაკლებებს მიიღებენ ტაქსის მომსახურებაზე, საკვებსა და კინოს ბილეთებზე, იუწყება Express-ი.
სავაუჩერო სქემა, სავარაუდოდ, სექტემბრამდე, სწავლის დაწყებამდე ამოქმედდება.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
COVID-19-ზე ვაქცინაცია წლების განმავლობაში იქნება საჭირო: ბრიტანელი მეცნიერების ანგარიში
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი თავგამოდებით ცდილობს გაზარდოს სრულად ვაქცინირებული ახალგაზრდების რაოდენობა, რომელთა წილად ამ დროისათვის მხოლოდ 67% მოდის, და 80%-ზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწიოს. ასეთ შეთხვევაში ისეთ ადგილებში, როგორიცაა ღამის კლუბები, კოვიდ-პასპორტი საჭირო აღარ იქნება.
ამ დროისათვის ვაქცინაციის წამახალისებელ აქციაში ორი მსხვილი კომპანია ტაქსის დანართი Uber-ი და მიმწოდებელი სამსახური Deliveroo არიან ჩართული, თუმცა მოსალოდნელია, რომ სქემაში კინოს ბილეთებსა და კაფეში სასმელებზე ფასდაკლებაც შევიდეს.
რესტორნების ქსელი ლონდონში Pizza Pilgrims უკვე სთავაზობს ვაქცინირებულ ახალგაზრდებს ფასდაკლებებს საკვებზე.
მასტიმულირებელი ზომების მიღება ბრიტანეთში მას შემდეგ გადაწყდა, რაც ცოტა ხნის წინ ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შემთხვევების კლება დაფიქსირდა. ივლისის შუა რიცხვებისთვის ინფიცირებულთა სადღეღამისო რაოდენობა 50 ათასი კაცი იყო, თვის ბოლოს კი 30 ათასამდე შემცირდა.
ყველა ახალი ამბავი
0