თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის რეზიდენცია
პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
2 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება. 
საქართველოს ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
საქართველოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე აირჩია
„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2021 წლის 2 ოქტომბერს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. ამ ეტაპზე თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაცია 21-მა პარტიამ უკვე გაიარა.
საქართველოს ცესკომ უკვე დაასრულა განაცხადების მიღება პარტიებისგან, რომლებსაც აქამდე არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ და რომლებსაც პარლამენტში თავიანთი წარმომადგენელი არ ჰყავთ. ცესკოს სულ 14-მა პარტიამ მიმართა და აქედან რეგისტრაცია უკვე ექვსმა გაიარა.
გარდა ამისა, ცესკომ უკვე მიანიჭა რიგითი ნომერი 15 პარტიას, რომლებიც არჩევნების შედეგად პარლამენტში გავიდნენ. დანარჩენი პარტიები ნომრებს წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0