როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerზაფხული თბილისში
ზაფხული თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
ეს კვირა, წინა კვირებთან შედარებით, დედაქალაქში უნალექოდ ჩაივლის და ასევე უფრო ცხელიც იქნება. მაქსიმალური ტემპერატურა 37 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
კვირის პროგნოზი: როგორი ამინდი იქნება თბილისში 2–8 აგვისტოს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 აგვისტომდე მაღალი ტემპერატურის ფონზე მცირე, ხანმოკლე წვიმა ელჭექით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ცალკეულ რაიონში.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 29-34 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 31-36 გრადუსია მოსალოდნელი.
5 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით 2-3 გრადუსით მოიმატებს.
ამინდი ბათუმში: 2-8 აგვისტოს ზუსტი პროგნოზი>>
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 35-37 გრადუსი დაფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0