თბილისში ათასობით ოჯახი ერთი დღით ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება

© Sputnik / Alexander ImedashviliTbilisi Energy–ს ბრიგადა
Tbilisi Energy–ს ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
გაზი არ მიეწოდებათ ასევე მაღაზიებს, სამედიცინო ცენტრებს, სამინისტროებს, სავაჭრო ცენტრებს, გაზგასამართ სადგურებს და ა.შ.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საბურთალოს რაიონის რამდენიმე უბანი, დაახლოებით 5,6 ათასი აბონენტი ხვალ, 3 აგვისტოს გაზის გარეშე დარჩება. ამის მიზეზი სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებია, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (Tbilisi Energy) განცხადებაში.
  • კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება სამშაბათს, 10:00 საათზე შეუწყდება და სრულად აღდგება 4 აგვისტოს 10:00 საათზე.
საბურთალოზე, მათ შორის დიღომში, გაზის გარეშე დარჩება როგორც მოსახლეობის ნაწილი, ისე სხვადასხვა დაწესებულება. კერძოდ, გაზი არ მიეწოდებათ კომერციულ ობიექტებს, სავაჭრო ცენტრებს, სამედიცინო ცენტრებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და ა.შ.
ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება გაგარინის, ვეძისის, დელისის ნაწილის, ბერიტაშვილისა და ოსეთის ქუჩების მოსახლეობა.
გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება ვაშლიჯვრის, სოფელ დიღმის, ნუცუბიძის პლატოს ნაწილის, ლისის ტბის მახლობლად მდებარე სოფლების მოსახლეობას.
ყველა ახალი ამბავი
0