„ჩვენი შვილები, ჩვენი კლასტერი“ - ნახეთ რომელი ცნობილი მოდელის შვილია ანა შელია

© Facebook / Ana Sheliaანა შელია და ლაშა ლომიძე
ანა შელია და ლაშა ლომიძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2021
გამოწერა
მშვენიერი ქართველი მოდელი ანა შელია და უსიმპათიურესი მორაგბე ლაშა ლომიძე სამი წლის წინ, ზაფხულში, ერთ ლამაზ დღეს დაქორწინდნენ. იცოდით, რომ მოდელი ცნობილი წყვილის შვილია?
ანას და ლაშას ვარსკვლავური წყვილი ბევრ კომპლიმენტს არა მხოლოდ გარეგნობის, არამედ წარმატებული კარიერის გამო იმსახურებს. გოგონა პოპულარული 2017 წელს გახდა, როდესაც ბრიტანული მოდის სახლის Ralph & Russo ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად.
View this post on Instagram

A post shared by Ana Shelia (@annashelia)

ანა შელია ნაზი გარეგნობით ბევრ ბიჭს ხიბლავდა. ახალგაზრდა მოდელმა საკუთარი არჩევანი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრზე, მორაგბე ლაშა ლომიძეზე შეაჩერა. ვარსკვლავურ წყვილს ერთმანეთის მიმართ ინტერესი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ანა ჯერ კიდევ 14 წლის იყო. ლაშა, თავის მხრივ, ნამდვილი ჯენტლმენივით მოიქცა. ასაკის გაგების შემდეგ ანა აღარ შეუწუხებია. თუმცა ბედისწერამ გამორჩეული წყვილი ერთმანეთს კიდევ ერთხელ და ახლა უკვე სამუდამოდ შეახვედრა.
მათი ფოტოებიც კი ულევ სიყვარულს აფრქვევს. ანა შელიას და ლაშა ლომიძეს საერთო სურათებზე თვალები უბრწყინავთ. წყვილი ნიშნობამდე ლონდონში ერთად ცხოვრობდა. მათ იმდენად შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვთ, ბევრს და-ძმა ჰგონია. ანა უსიმპათიურესი ქმრის ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. წყვილს პატარა გოგონა ჰყავს, რომელსაც ბებიას ძალიან ამსგავსებენ.
View this post on Instagram

A post shared by Ana Shelia (@annashelia)

სამოდელო კარიერა ანა შელიამ 14 წლიდან დაიწყო. მან ჯერ თბილისის მოდის კვირეულზე (Tbilisi Fashion Week) გაიბრწყინა, შემდეგ კი თურქულ სამოდელო სააგენტოსთან Option Model Management ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ გოგონა ყოფილი მოდელის ლიკა კვარაცხელიას და ცნობილი ფეხბურთელის მურთაზ შელიას შვილია. მის გარდა წყვილს კიდევ ქალ-ვაჟი ჰყავს. ლიკა ყოფილი მოდელია, რომელმაც კარიერა ოჯახს შესწირა, ახლა სარესტორნო ბიზნესს ფლობს და სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსთან“ თანამშრომლობს.
ყველა ახალი ამბავი
0