მოსკოვის ხელისუფლებამ საზოგადოებრივ ადგილებში ხელთათმანების ტარების წესი გააუქმა

© photo: Sputnik / Alexey Maishev / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვის მეტროში
მოსკოვის მეტროში - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
გამოწერა
რუსეთის დედაქალაქში პირბადის ტარების რეჟიმი კვლავ იმოქმედებს, სანამ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა მინიმალური არ გახდება.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტრანსპორტში, მაღაზიებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ხელთათმანების სავალდებულო ტარების წესი გააუქმა, თუმცა პირბადის ტარების რეჟიმი კვლავ იმოქმედებს, იუწყება РИА Новости.
სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
რუსეთი AstraZeneca-სა და „სპუტნიკ ლაითის“ ერთობლივ გამოცდას დაეთანხმა
პირბადისა და ხელთათმანის ტარების რეჟიმი რუსეთის დედაქალაქში 2020 წლის მაისში ამოქმედდა.
სობიანინმა აღნიშნა, რომ პირბადე უმნიშვნელოვანესი ბარიერია ვირუსის გავრცელების გზაზე და მისი ტარების წესი მანამდე დარჩება, ვიდრე დაავადების ახალი შემთხვევები მინიმუმამდე არ დავა.
COVID-19-ის გავრცელების მხრივ რუსეთი, აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და საფრანგეთის შემდეგ მეხუთე ადგილზეა. კორონავირუსის გართულებების გამო რუსეთში გარდაიცვალა 156.977 ინფიცირებული. ინფიცირებულებიდან გამოჯანმრთელდა 5.568.363 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0