მედეას პორტრეტი და სვაროვსკის კრისტალები: ლიეტუვაში საკოლექციო მონეტა მოიჭრება

© photo : The Lithuanian Mintსაკოლექციო მონეტები ლიეტუვაში მედეას და ოქროს საწმისის გამოსახულებით
საკოლექციო მონეტები ლიეტუვაში მედეას და ოქროს საწმისის გამოსახულებით - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
გამოწერა
მონეტაზე გამოსახულია მედეას პორტრეტი, რომელსაც ხუთი სხვადასხვა ზომისა და ფერის Swarovski-ს კრისტალები ამშვენებს.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ძველი კოლხეთის ლეგენდარული მეფე აიეტის ქალიშვილის – მედეას გამოსახულებით მონეტა ლიეტუვაში მოიჭრება.
ორი დოლარის ნომინალის მონეტის დიზაინის ავტორები არიან ივა ჯანეზაშვილი და ილუსტრატორი კახაბერ თოფჩიშვილი. მომდევნო თვეში ლიეტუვის ზარაფხანა სერიის „მითები სიყვარულზე“ ფარგლებში ამ მონეტას 500-იანი ტირაჟით მოჭრის.
„ამ სერიის პირველ ვერცხლის მონეტას ეწოდება „მედეა და ოქროს საწმისი“ და ეძღვნება გრძნობებს, რომელთა გარეშე ვერ იარსებებდა მედეას და იასონის სიყვარული: სინაზეს, სიმამაცეს და ერთგულებას“, – ნათქვამია ლიეტუვის ზარაფხანის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტები
 - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაცია დაიწყო
მონეტის რევერსის მთავარი კომპოზიცია მედეას რელიეფური გამოსახულებაა, რომელსაც ხუთი სხვადასხვა ზომისა და ფერის Swarovski-ს კრისტალები ამშვენებს. რკალში დატანილია წარწერა „მედეა და ოქროს საწმისი“ (Medea and the Golden Fleece). მონეტის ავერსზე გამოსახულია დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის პორტრეტი ხვიარა მცენარეების გარემოცვაში, ასევე იკითხება წარწერები „ELIZABETH II NIUE“, „2 DOLLARS“ და „2021".
მონეტის დამზადების დროს გამოიყენეს ულტრაიისფერი ბეჭდვის ტექნოლოგია. 62,2 გ წონის მონეტის ღირებულება ჯერ არ არის ცნობილი. ლიეტუვის ზარაფხანის ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია წინასწარი შეკვეთის გაფორმება.
უჩვეულო მასტერ-კლასი თბილისში – დახატე ღვინით! >>
ყველა ახალი ამბავი
0