ევაკუაცია თბილისის აეროპორტში: ნაპოვნია საეჭვო საგანი

© Sputnik / STRINGERაერპორტის მოფრენის დარბაზი
აერპორტის მოფრენის დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
გამოწერა
თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე ნაპოვნია მიტოვებული ჩანთა და აეროპორტში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. მიტოვებული ჩანთის გამო თბილისის აეროპორტში შენობის ევაკუაცია განხორციელდა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
უწყების მონაცემებით, თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე ნაპოვნია მიტოვებული ჩანთა და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე აეროპორტში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე გამნაღმელები მუშაობდნენ. დათვალიერების შემდეგ საეჭვო ნივთები არ აღმოუჩენიათ და აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.
 
ყველა ახალი ამბავი
0