მესამე ვერცხლი ტოკიოდან – თუშიშვილი ფინალში დამარცხდა

© AFP 2024 / Wojtek Radwanskiგურამ თუშიშვილი
გურამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
გამოწერა
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის ბოლო დღეს თუშიშვილი ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა. საბოლოოდ ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლეს.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. მძიმე წონაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ბაშაევთან გამარჯვების შემდეგ ქართველი ფალავანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში ჩეხ ძიუდოისტს ლუკაშ კრპალეკს შეხვდა. თუშიშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა. მისმა აქტიურობამ ორთაბრძოლის სტარტზევე შედეგი გამოიღო და არბიტრმა ჩეხი ძიუდოისტი გაფრთხილებით დასაჯა. მიუხედავად ქართველი სპორტსმენის აქტიურობისა, კრპალეკმა ბოლო წუთზე შესრულებული გდებით ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი თუშიშვილი შებოჭა და საქმე ბოლომდე მიიყვანა.
გურამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
თუშიშვილი ფინალშია – საქართველო მეორე ოქროს მოლოდინში
თუშიშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველად ის ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა, რომელიც სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. მეოთხედფინალურ ეტაპზე კი ქართველმა ბრაზილიელ რაფაელ სილვას მოუგო, რომელმაც სამი გაფრთხილება მიიღო. კარგი შეხვედრა ჩაატარა გურამმა ნახევარფინალშიც, სადაც მან უძლიერესი ტემირლან ბაშაევი დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური, თუშიშვილამდე ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0