COVID-19 საქართველოში – 30 ივლისის მონაცემები

© photo: Sputnik / Aram Nersesyanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 381.246 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.793, ჯამში აცრილია 464.875 ადამიანი.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.712-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 416.338-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 381.246 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.561), გარდაიცვალა – 5.793 (ბოლო 24 საათში – 25), კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.547 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.963 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 39.126 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21.775, PCR–ტესტით – 17.351.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,93%, ბოლო 14 დღის – 6,59%, ბოლო 7 დღის – 7,09%.
სულ აცრილია 464.875 ადამიანი, ერთ დღეში აცრილია 14.738 პირი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0