რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ინფიცირებული ბავშვების მიღება დაიწყო

© press-service of Moscow City Hall / გადასვლა მედიაბანკშიპალატა
პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
გამოწერა
სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად მობილიზებულია და საწოლფონდი არის იმ რაოდენობის, რაც ქვეყნისათვის საჭიროა.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. თბილისის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ კორონავირუსით ინფიცირების ზრდისა და სხვა სტაციონარებში ადგილების ნაკლებობის გამო კოვიდ–ინფიცირებული ბავშვების მიღება დაიწყო. 
ავადმყოფი ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
როგორ დავიცვათ ბავშვები „დელტა“ შტამისგან: უმაღლესი კატეგორიის პედიატრის რჩევა
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნოდარ ჩიმაკაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა მობილიზებულია. კლინიკამ პედიატრიული პაციენტების მიღება დაიწყო.
 „ქვეყანაში უკვე ცირკულირებს „დელტა“ შტამი. ინფიცირებულთა 50% სწორედ მასზე მოდის. რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული საწოლები უკვე დაემატა და ჩვენ პედიატრიული პაციენტების მიღება დავიწყეთ. ჯადაცვის სისტემა ნამდვილად მობილიზებულია, მცირე დაძაბულობა არის, მაგრამ ადგილები არის იმ რაოდენობით, რაც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ჩიმაკაძემ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეპიდვითარების გართულების პირობებში ქვეყნის სრული ჩაკეტვა და „ლოკდაუნი“ გამოსავალი არ არის – საჭიროა წერტილოვანი შეზღუდვები, რეომენდაციების მკაცრი დაცვა და ინტენსიური ვაქცინაცია.
 „შეზღუდვები, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში არაპოპულარული ნაბიჯია, ამიტომაც დიდი ალბათობით სახელმწიფო მისგან თავის დაღწევას შეეცდება. ჩვენ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რათა დავიცვათ არამარტო საკუთარი თავი, არამედ ჩვენი შვილებიც“, – აღნიშნა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა აქტიურ ფაზაში შედის. გასულ დღე–ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა  2.796 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 413.626-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა კორონავირუსის 410 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 377 ათასი და გარდაიცვალა 5.768 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0