კომუნიკაციების კომისიამ „ალტ-ინფო“ სამართალდამრღვევად ცნო

© Sputnik / Seyran Baroyanლგბტ-მოწინააღმდეგეების აქცია ბათუმში
ლგბტ-მოწინააღმდეგეების აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
გამოწერა
დარღვევის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რათა საზოგადოებამ და მედიამ სწორად გაითავისოს კანონის პრინციპები და მოხდეს მისი აღსრულება, აცადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საინფორმაციო პლატფორმა „ალტ-ინფო“ ეთერში გასული უხამსი შინაარსის შემცველი გადაცემების გამო სამართალდამრღვევად ცნო.
კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება 5, 6, 7 და 12 ივლისს „ალტ-ინფოს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ გადაცემებს „ალტ-ინტერვიუ“ და „ალტ-ანალიტიკა“. კომისიის ცნობით, აღნიშნულ გადაცემებში გამოყენებული იყო უცენზურო ლექსიკა და ხდებოდა უხამსობის ტირაჟირება როგორც წამყვანების, ისე მიწვეული სტუმრების მხრიდან, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკის ნორმებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ უხამსობის შემცველი გამონათქვამები განთავსდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში, დაირღვა იმ აუდიტორიის უფლებები, ვისთვისაც მიუღებელი და განსაკუთრებით შემაწუხებელია უხამსობის შემცველი გადაცემის ნახვა და მოსმენა“, - წერია ინფორმაციაში.
ალექსანდრე ფალავანდიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
ლგბტ–საზოგადოების წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორები მათ დაკავებას არ გამორიცხავენ
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, კანონმდებლობის მიხედვით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში უხამსობის განთავსება ეწინააღმდეგება მაუწყებლის სრულწლოვანი და არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს.
კომისიაში ასევე აცხადებენ, რომ მათ მიზანს წარმოადგენს სტანდარტების დადგენა და არა მათი სანქცირება.
„დარღვევის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რათა საზოგადოებამ და მედიამ სწორად გაითავისოს კანონის პრინციპები და მოხდეს მისი აღსრულება“, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
თბილისში 16 ივლისს პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდგეები, მათ შორის „ალტ-ინფოს“ წევრები. მათ დაუსვეს კითხვები თბილისში 5–6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც მასმედიის 53 წარმომადგენელი სცემეს, დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების „თბილისი პრაიდისა“ და „სირცხვილიას“ ოფისები.
გამოკითხვამდე ლგბტ–თემის წინააღმდეგ კონტრაქციის ორგანიზატორების სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს. კონტრაქციის ორგანიზატორები არ დაუკავებიათ.
აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის შემდეგ ათასობით ჟურნალისტი გამოვიდა ქუჩაში და მთავრობის გადადგომასთან ერთად არეულობების ორგანიზატორების დასჯა მოითხოვა.
 
ყველა ახალი ამბავი
0