ძლიერი მიწისძვრა ალასკაზე: ამერიკა ცუნამის მოლოდინში – ვიდეო

გამოწერა
ჩრდილოეთ ამერიკაში, ალასკის სანაპიროზე მომხდარი 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 1964 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერია.
1964 წლის მარტში მომხდარი მიწისძვრა 9,2 ბალიანი იყო.
სააგენტო „ფრანს–პრესის“ ცნობით, 1964 წლის მიწისძვრამ დაანგრია ქალაქი ანკორიჯი და გამოიწვია ცუნამი, რომელიც თავს დაატყდა ალასკას, აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს და ჰავაის. სტიქიას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
დღევანდელი მიწისძვრის შემდეგ ამერიკაში ცუნამის საშიშოება გამოცხადდა. მოგვიანებით საფრთხე გაუქმდა გუამში, ჰავაისა და ზოგიერთ კუნძულზე, თუმცა საშიშროება კვლავ აქტუალურია ალასკისთვის და ალეუტის კუნძულებისთვის. ცუნამის საფრთხის ქვეშ მყოფ ზონებში მცხოვრებ ადამიანებს ხელისუფლებამ ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0