ორ ახალ ელექტროქვესადგურს საქართველოში ბერძნული კომპანია ააშენებს

© Government of Georgiaქვესადგური მარნეული–500
ქვესადგური მარნეული–500 - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
პროექტის რეალიზაცია საშუალებას იძლევა, დაკმაყოფილდეს ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა აჭარასა და გურიაში, ასევე გაიზარდოს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ბერძნულმა კომპანიამ Mytilineos S.A. (Metka) კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ 36 მილიონი ევროს ღირებულების ორი ქვესადგურის მშენებლობის შესახებ კონტრაქტს მოაწერა ხელი, ნათქვამია ქართული კომპანიის განცხადებაში.
დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ფარგლებში კომპანია Mytilineos S.A. ოზურგეთსა და ლაჯანურში ორ ახალ ქვესადგურს ააშენებს, ასევე გააფართოებს ქვესადგურს „ახალციხე–500“.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მონაცემებით, პროექტის რეალიზაცია საშუალებას იძლევა, დაკმაყოფილდეს ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა აჭარისა და გურიის რეგიონებში, გაიზარდოს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი და განვითარდეს ინფრასტრუქტურა,  რაც ხელს შეუწყობს ახალი ჰესების ინტეგრირებას საქართველოს გადამცემ ქსელში. ახალი ქვესადგურების მშენებლობა ოზურგეთსა და ლაჯანურში, ასევე „ახალციხე–500“–ის გაფართოება ეტაპობრივად დაიწყება და 2023–2024 წლებში დასრულდება.
ჟინვალის წყალსაცავი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2020
საქართველოს ენერგეტიკაში უახლოეს წლებში 1,3 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება
მშენებლობა განხორციელდება ENIP-ის (საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამა) ფარგლებში. 2026 წელს პროგრამის დასრულების შემდეგ საქართველოში აშენებული და გაფართოებული იქნება ხუთი ქვესადგური, ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე კი დაახლოებით 500 კმ იქნება.
ENIP–ს პროგრამა მოიცავს რეკონსტრუქციისა და განვითარების გერმანული ბანკის (KfW) დაფინანსებას, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) თანადაფინანსებას და „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის“ (EU NIP) მიერ გამოყოფილ გრანტს. პროგრამის ინვესტიციების ჯამური მოცულობა 325 მლნ ევროს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0