საქართველო ოლიმპიური ოქროს მოლოდინში - ბექაური ფინალშია!

© courtesy of Lasha Bekauriლაშა ბექაური
ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
ბექაურს იგოლნიკოვთან მიმდინარე წლის მასტერსის მეოთხედფინალში ჰქონდა წაგებული. აღებული რევანშის შემდეგ ლაშას გერმანელ ტრიპელისთან შეხვედრა ელის, რომელმაც ფინალში სენსაციურად გააღწია.
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალურ ეტაპზეა და ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
21 წლის ბექაურმა, რომელიც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ოლიმპიადა პოლონელი პიოტრ კუჩერასთან გამარჯვებით დაიწყო. მერვედფინალში ბექაურის მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი იყო და მიუხედავად კოჩმანის უპირატესობისა, ბექაურმა მისი დამარცხება ზედიზედ ორი ვაზარით შეძლო. კოჩმანის შემდეგ მეოთხედფინალში ლაშამ უზბეკი დავლატ ბობონოვიც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
ბექაური ნახევარფინალშია – ოქროს მედლისთვის კიდევ ერთი ქართველი იბრძვის
ახალგაზრდა ქართველი ფალავანი ნახევარფინალურ ეტაპზე რუს მიხაილ იგოლნიკოვს შეხვდა, რომელმაც ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი შერაზადიშვილი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. ბექაურსა და იგოლნიკოვს შორის შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, სადაც ლაშამ მეტოქეს ერთი ვაზარით აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ოქროს მედლის მოსაპოვებლად ლაშა ბექაურმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი უნდა დაამარცხოს. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელის ფინალურ ეტაპზე ხილვა მიმდინარე ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სენსაციაა. მიუხედავად ამისა, ტრიპელმა ჯერ ორგზის მსოფლიო ჩემპიონი სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა, შემდეგ კი სამხრეთკორეელ დონგ-ჰან გვაკსა და უნგრელი კრისტიან ტოტს აჯობა. ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანელმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონი თურქეთის სახელით მოასპარეზე მიჰალ ზგანკის ბარიერიც დაძლია და ოლიმპიური მედალი სენსაციურად გაინაღდა.
ყველა ახალი ამბავი
0