https://sputnik-georgia.com/20210727/brZola-qurdul-samyarosTan-dakavebulia-ori-piri-252433337.html
ბრძოლა „ქურდულ სამყაროსთან“: დაკავებულია ორი ადამიანი
ბრძოლა „ქურდულ სამყაროსთან“: დაკავებულია ორი ადამიანი
Sputnik საქართველო
დაკავებულებზე ძებნა 11 ივლისს გამოცხადდა. ბრალი „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მათ დაუსწრებლად წარუდგინეს 27.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-27T13:58+0400
2021-07-27T13:58+0400
2021-10-19T18:02+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0d/251162471_0:174:3021:1873_1920x0_80_0_0_ff0f7b7ab51df8adabdf0361f708781b.jpg
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. თბილისში დააკავეს ორი ძებნილი, რომლებიც „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილი, იუწყება საქართველოს შსს.34 და 29 წლის მამაკაცებზე ძებნა მიმდინარე წლის 11 ივლისს გამოცხადდა.დაკავებულები აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურ კავშირს „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან.გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში და ე.წ. ქურდულ გარჩევებში იმ პირებთან ერთად, რომლებიც 8 ივლისს დააკავეს.ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს 31 ადამიანი, რომლებიც „ქურდულ სამყაროსთან“ არიან კავშირში. მიმდინარე წლის 8 ივლისს 25 ადამიანი დააკავეს. ოთხს ბრალდება საპატიმროში წარუდგინეს, ორზე ძებნა გამოცხადდა.მათ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. ამ დროისთვის დაკავებულები პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. შემდეგ მათ შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობა ელოდებათ.
https://sputnik-georgia.com/20210708/Sss--qurduli-samyaros-wevrobis-braldebiT-25-piri-daakava-252258327.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0d/251162471_144:0:2875:2048_1920x0_80_0_0_6abc8e077cae1a98bc464b1fe2526ef5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
ბრძოლა „ქურდულ სამყაროსთან“: დაკავებულია ორი ადამიანი
13:58 27.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) დაკავებულებზე ძებნა 11 ივლისს გამოცხადდა. ბრალი „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მათ დაუსწრებლად წარუდგინეს
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. თბილისში დააკავეს ორი ძებნილი, რომლებიც „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილი,
იუწყება საქართველოს შსს.
34 და 29 წლის მამაკაცებზე ძებნა მიმდინარე წლის 11 ივლისს გამოცხადდა.
დაკავებულები აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურ კავშირს „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში და ე.წ. ქურდულ გარჩევებში იმ პირებთან ერთად, რომლებიც 8 ივლისს დააკავეს.
ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს 31 ადამიანი, რომლებიც „ქურდულ სამყაროსთან“ არიან კავშირში. მიმდინარე წლის 8 ივლისს 25 ადამიანი დააკავეს. ოთხს ბრალდება საპატიმროში წარუდგინეს, ორზე ძებნა გამოცხადდა.
მათ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. ამ დროისთვის დაკავებულები პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. შემდეგ მათ შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობა ელოდებათ.