ძლიერმა წვიმებმა ლონდონში წყალდიდობა გამოიწვია – ვიდეო

გამოწერა
ივლისის განმავლობაში ლონდონში უკვე მეორედ მოხდა წყალდიდობა. გადაუღებელი წვიმების გამო დაიტბორა ლონდონის ნაწილი. წყლის დონე სწრაფად მატულობდა, რის გამოც გადაიკეტა რამდენიმე საავტომობილო გზა, ასევე მუშაობა შეეზღუდა მეტროს.
ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში წყლის სიმაღლემ 1 მეტრამდე მიაღწია. მანამდე ვრცელდებოდა გაფრთხილებები მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ.
ქალაქის ქუჩების ნაწილი გადაკეტილია, სხვა ქუჩებზე კი დიდი „საცობები“ შეიქმნა. ასევე დაკეტილია მეტროს რვა სადგური.
მეტეოროლოგმა სტივენ კიტსმა განაცხადა, რომ ლონდონში ერთ დღეში ერთი თვის ნორმის რაოდენობის ნალექი მოვიდა.
ყველა ახალი ამბავი
0