საქართველოში ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდაა - პრემიერი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ექვს თვეში 12-პროცენტიანმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოს მისცა საშუალება, რომ არც ერთი თეთრი კრედიტი არ აეღო
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. უპრეცედენტო 12%-იანი ეკონომიკის ზრდა ექვს თვეში ქვეყანას მისცემს საშუალებას, რომ მიმდინარე წელს კრედიტი არ აიღოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბოლო თვეებში საქართველოს ეკონომიკაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს. აპრილში ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებელი - 45% დაფიქსირდა, ხოლო ზრდამ წლის დასაწყისიდან ხუთ თვეში 11,5% შეადგინა. ეს პოზიტიური დინამიკა რომ გაგრძელდეს, ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
სხდომათა დარბაზი პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
საქართველოს პარლამენტმა ახალი სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა: ვინ მიიღებს მეტ თანხას
„ჩვენ ყველაფერი გავხსენით. რამდენიმე თვეა, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში. 45%-იანი აპრილში, 25%-იანი მაისში, 18%-იანს ველოდებით ივნისის თვეში. 12% ზრდა გვაქვს პრაქტიკულად პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია. უფრო მეტიც, მოგვეცა საშუალება, რომ მილიარდზე მეტით გაგვეზარდა ბიუჯეტი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა შესწორებები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადახედვა კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ეკონომიკის სწრაფი აღმასვლის გამო გახდა აუცილებელი.
ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს როგორც მსოფლიოს, ისე საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ.
მიღებული დოკუმენტის თანახმად, შემოსულობები 2021 წლის ბიუჯეტში დაახლოებით 1,2 მლრდ ლარით გაიზრდება და 17,9 მლრდ ლარსა შეადგენს.
ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 1 მლრდ ლარით და 12,2 მლრდ-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0