ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიური ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

© Sputnik / STRINGERეთერ ლიპარტელიანი
ეთერ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
ეთერ ლიპარტელიანს რეპეშაჟის ბოლო შეხვედრის მოსაგებად პოლონელ იულია კოვალჩიკთან შვიდი წუთი დასჭირდა.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ტოკიოში ქართველი ძიუდოისტი ქალი ეთერ ლიპარტელიანი პირველი ოლიმპიური მედლისთვის იბრძოლებს.
ლიპარტელიანმა თავდაპირველად ანგოლელი და გერმანელი სპორტსმენები დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ფრანგ ლეონი სარა სისიკესთან დამარცხდა და რეპეშაჟში, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო.
რეპეშაჟის შეხვედრა ქართველი ძიუდოიტისთვის ძალიან მძიმე გამოდგა. პოლონელ იულია კოვალჩიკთან ორთაბრძოლა დამატებით დროში გადავიდა, სადაც ლიპარტელიანს ორი გაფრთხილება ჰქონდა მიღებული. მიუხედავად მეტოქის უპირატესობისა, მეშვიდე წუთზე ეთერმა კოვალჩიკი კონტრილეთზე წამოაგო და ახლა ის ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ნორა ჯაკოვასა და ცუკასა იოშიდას შორის დამარცხებული იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0