უცხოეთის მოქალაქემ საქართველოში ორ კილოგრამამდე კოკაინი შემოიტანა

© AP Photo / Matt Rourkeკოკაინი
კოკაინი - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
გამოწერა
თურქეთის მოქალაქეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოში 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შემოტანისთვის 42 წლის თურქეთის მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კოკაინი დაკავებულის კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში, წინასწარ მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს.
ამ ეტაპზე გამოძიებით დგინდება, რომ თურქეთის მოქალაქემ ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, ბრაზილიაში შეიძინა და ტრანზიტული გზით საქართველოში შემოიტანა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0