ტოკიოს ოლიმპიადა: ქართველი სპორტსმენები, რომლებიც 25 ივლისს იასპარეზებენ

© REUTERS / MIKE BLAKEქართველი ოლიმპიელები გახსნის ცერემონიაზე ტოკიოში
ქართველი ოლიმპიელები გახსნის ცერემონიაზე ტოკიოში - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
გამოწერა
25 ივლისს ტოკიოს ოლიმპიადაზე ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს: ნინო სალუქვაძე, ვაჟა მარგველაშვილი, სალომე ფაჟავა და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი

ნინო სალუქვაძე - სროლა პნევმატური პისტოლეტიდან, 10 მ

ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე
ნინო სალუქვაძის წარსადგენად რამდენიმე აბზაცი არ არის საკმარისი, ამისათვის მრავალტომიანი ნაშრომია საჭირო. ამიტომ მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებით შემოვიფარგლებით.
ტოკიოს ოლიმპიადა–საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
საქართველოს ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე გამოვიდა
ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქართველი სპორტსმენი ქალია, რომელსაც ყველა ღირსების ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული. 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე მან ოქროს მედალი აიღო სპორტული პისტოლეტიდან სროლაში 25 მ დისტანციაზე და იქვე გახდა ვერცხლის პრიზიორი პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრზე სროლაში. პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე სალუქვაძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში.
ნინო სალუქვაძისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მეცხრეა (!) კარიერაში. ნინო პირველი ქალია ოლიმპიადების ისტორიაში, რომელმაც მონაწილეობა ცხრა ოლიმპიადაში მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძე ლაშა ტალახაძესთან ერთად ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების მედროშეა, კარიერაში მეორედ.

ვაჟა მარგველაშვილი - ძიუდო, -66 კგ

© photo: Sputnik / Stringer"Большой шлем" по дзюдо - Важа Маргвелашвили на татами
Большой шлем по дзюдо - Важа Маргвелашвили на татами - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
"Большой шлем" по дзюдо - Важа Маргвелашвили на татами
ვაჟა მარგველაშვილი - ძიუდო, -66 კგ
ვაჟა მარგველაშვილისთვის ტოკიოს ოლიმპიადა იქნება მეორე მის კარიერაში. მისი გამოსვლა ხუთი წლის წინ რიო-დე-ჟანეიროში ნამდვილი იმედგაცრუება იყო როგორც ვაჟასთვის, ისე მისი გულშემატკივრებისთვის. მარგველაშვილი მედლების პრეტენდენტთა მოკლე სიაში იყო და პირველივე ბრძოლაში დამარცხდა სლოვენიელ ადრიან გომბოშთან. მაშინ ეს ნამდვილ სენსაციად იქცა.
ახლა მარგველაშვილი მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილზეა და ის კვლავ განიხილება პრიზიორობის კანდიდატად. ქართველი ძიუდოისტის ანგარიშზეა ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე (ასევე ვერცხლი და ბრინჯაო), მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო, რამდენიმე გამარჯვება „გრან-პრის“ და „გრანდ სლემის“ ტურნირებზე და სხვ.
მარგველაშვილი ბრძოლაში მეორე წრიდან ჩაერთვება, სადაც იაკუბ შამილოვ (რუსეთი)/სებასტიან სეიდლის (გერმანია) წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი - ძიუდო, -52 კგ

© Sputnik / STRINGER"Большой шлем" по дзюдо - Татьяна Левицкая-Шуквани на татами
Большой шлем по дзюдо - Татьяна Левицкая-Шуквани на татами - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
"Большой шлем" по дзюдо - Татьяна Левицкая-Шуквани на татами
ძიუდოს გრანდ სლემი - ტატიანა ლევიცკა-შუკვანი ტატამზე
31 წლის ტატიანა ლევიცკა-შუკვანისთვის ტოკიოს თამაშები პირველია მის კარიერაში. თავდაპირველად, ძიუდოისტი უკრაინის ნაკრებში ასპარეზობდა, შემდეგ დაქორწინდა და საერთაშორისო კონკურსებზე დაახლოებით 2019 წლიდან საქართველოს წარმოადგენს.
2014 წელს სპორტსმენმა მოიგო ბრინჯაო თბილისის „გრან-პრიზე“, მაგრამ ეს ჯილდო საქართველოს ეროვნულ გუნდის აქტივში ჩაითვალა. რაც შეეხება ტატიანას შედეგებს 2019 წლიდან, მისი საუკეთესო მაჩვენებლებია ორი მეხუთე ადგილი „დიდი სლემის“ ტურნირებზე - აბუ დაბიში (2019) და თბილისში (2021).

სალომე ფაჟავა - მხატვრული ტანვარჯიში

სალომე ფაჟავა - მხატვრული ტანვარჯიში
სალომე ფაჟავამ კვალიფიკაციის მოპოვება ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერ შეძლო. სპორტსმენმა სტუმრის კვოტა თამაშების მასპინძელი ქვეყნისგან - იაპონიისგან მიიღო. ფაჟავასთვის ტოკიოს ოლიმპიადა მეორეა მის კარიერაში. რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე ქართველმა ტანმოვარჯიშემ ფინალში მოხვედრა ვერ მოახერხა, შემაჯამებელ ოქმში კი მე-14 ადგილი დაიკავა.
ფაჟავა საქართველოს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი წარმომადგენელია, ვისაც ევროპის ჩემპიონატებზე მედალი აქვს მოპოვებული. 2015 წელს, ბაქოში ჩატარებულ „ევროპულ თამაშებზე“, ფაჟავამ ბაფთით შეჯიბრებაში მესამე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ფაჟავამ ორჯერ დაიკავა მეოთხე ადგილი მსოფლიო თასის ეტაპებზე - ბაქოში (2018) გურზებით შეჯიბრებაში და პესაროში (იტალია, 2019) - ბაფთით შეჯიბრებაში.
ყველა ახალი ამბავი
0