სანდრო ბაზაძის კარგი დასაწყისი ტოკიოში - ქართველმა მოფარიკავემ ეგვიპტელს აჯობა

© courtesy of International Fencing Federationსანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
გამოწერა
ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ოლიმპიური თამაშების მეორე ეტაპზეც ეგვიპტელ სპორტსმენს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 10:00 საათზე დაიწყება
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. იაპონიის დედაქალაქში მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო ქართველმა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ.
სანდრომ ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს ეგვიპტელ მოჰამ სამერს ანგარიშით 15:10 მოუგო და მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ბაზაძე ეგვიპტელ სპორტსმენს ოფიციალურად პირველად შეხვდა.
ქართველი მოფარიკავე შემდეგ ეტაპზე კვლავ ეგვიპტელს დაუპირისპირდება. სანდროს მეტოქე ზიად ელ სისი იქნება, რომელმაც პირველ რაუნდში ვენიამინ რეშეტნიკოვთან ანგარიშით 15:13 მოიპოვა გამარჯვება. ბაზაძესა და ელ სისის შორის დაპირისპირება თბილისის დროით 10:00 საათზე დაიწყება.
რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი გამოდის. ოლიმპიადა გუშინ, 23 ივლისს გაიხსნა, ხოლო სპორტული ღონისძიებები დღეს დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0