სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა

© FB / Fencing-Federation-of-Georgiaსანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
გამოწერა
სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადაზე ასპარეზობა ძალიან კარგად, სამი გამარჯვებით დაიწყო. ნახევარფინალში მარცხის შემდეგ ქართველი მოფარიკავე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სამხრეთკორეელ სპორტსმენთანაც დამარცხდა.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მედლის გარეშე დარჩა.
სანდრო ბაზაძემ საწყის ეტაპზე ორი ეგვიპტელი სპორტსმენის - მოჰაბ სამერის და ზიად ელ სისის დამარცხების შემდეგ მეოთხედფინალურ ეტაპზე მსოფლიოს უძლიერესი მოფარიკავე სამხრეთ კორეელი სანგუკ ოჰიც დაამარცხა. მიუხედავად საჩემპიონო განწყობისა, მან ნახევარფინალურ ეტაპზე უნგრელი არონ სილადის დამარცხება ვეღარ მოახერხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო.
ლუხუმ ჩხვიმიანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
მარცხი დამატებით დროში - ლუხუმ ჩხვიმიანისთვის ოლიმპიადა დასრულდა
ამჯერად ქართველი მოფარიკავე სამხრეთ კორეელ კიმ ჯუნგვანს შეხვდა. შეხვედრის პირველი ორი ქულა სამხრეთკორეელმა მოიპოვა, რის შემდეგაც სანდრომ აქტიურად შეუტია და მალევე წინ გავიდა. შესვენებამდე ქართველი სპორტსმენი ერთქულიანი უპირატესობით (8:7) იგებდა. შესვენების შემდეგ ბაზაძემ შეხვედრა კვლავ აქტიურად განაგრძო, თუმცა სამხრეთკორეელმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. დაპირისპირების ბოლო ნაწილი ბაზაძისთვის წარუმატებელი გამოდგა. 11:11-ზე კიმმა ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი ასპარეზობს.
 
ყველა ახალი ამბავი
0