შტორმი და წყალდიდობა ანაკლიაში - ადიდებულმა მდინარემ პრობლემები შექმნა

© photo: Sputnikშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
გამოწერა
უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ შესართავთან არსებული ნაპირსამაგრი გაანგრია. ამჟამად დროებითი ნაპირსამაგრი კეთდება, რათა ადიდებულმა მდინარემ სანაპირო ზოლზე პრობლემები არ შექმნას.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ანაკლიაში შტორმმა და წყალდიდობის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა პრობლემები შექმნა, ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ შესართავთან არსებული ნაპირსამაგრი გაანგრია. ტელეარხის ცნობით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა, სამუშაოები კი დღეს დილიდან განახლდა.
წვიმა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ბათუმში კოკისპირული წვიმის შედეგად რამდენიმე სახლი დაიტბორა
ამ დროისთვის ადგილზე დროებითი ნაპირსამაგრი კეთდება, რათა ადიდებულმა მდინარემ სანაპირო ზოლზე პრობლემები არ შექმნას. სამუშაოები დილიდან განახლდა.
წყალდიდობისგან გამოწვეულ ვითარებას ადგილზე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა გაეცნენ.
საქართველოში ცხელი ამინდების შემდეგ ტემპერატურამ საგრძნობლად დაიკლო და უხვი ნალექიც მოვიდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმები და ქარი 27 ივლისამდე გაგრძელდება. ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ყველა ახალი ამბავი
0