ალიევი პუტინს მოსკოვში შეხვდება: ძირითადი ყურადღება ყარაბაღს დაეთმობა

© photo: Sputnik / Михаил Климентьев / გადასვლა მედიაბანკშიილჰამ ალიევი და ვლადიმირ პუტინი
ილჰამ ალიევი და ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
ალიევი რუსეთის დედაქალაქს სამუშაო ვიზიტით ესტუმრება, ლიდერები აქტუალურ რეგიონულ პრობლემებზე ისაუბრებენ.
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 20 ივლისს მოსკოვში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებას გამართავს. მთავარი ყურადღება ყარაბაღთან დაკავშირებით არსებულ შეთანხმებებს დაეთმობა. იუწყება РИА Новости კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ალიევი რუსეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. იგეგმება რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების საკვანძო საკითხების განხილვა. მხარეები ყურადღებას გაამახვილებენ სავაჭრო-საინვესტიციო და ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე.
გარდა ამისა, ლიდერები აქტუალურ რეგიონულ საკითხებზე იმსჯელებენ.
„მთავარი ყურადღება დაეთმობა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის 2020 წლის 9 ნოემბერსა და 2021 წლის 11 იანვარს დადებულ შეთანხმებათა რეალიზაციის პრაქტიკულ ასპექტებს, მათ შორის, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განახლებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბოლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოსკოვს 2021 წლის იანვარში სტუმრობდა ყარაბაღის საკითხზე სამმხრივი შეთანხმების გასაფორმებლად.
ყველა ახალი ამბავი
0