დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 ივლისი

© photo: Sputnikბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 18 ივლისია, კვირა. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დღეს გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის, ფინანსური და არ ღირს ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა. არაა საჭირო აუცილებლობის გარეშე ინიციატივის გამოჩენა – ის შეიძლება ძალზე სარისკო ავანტიურაში გადაიზარდოს. არასასურველია რამის ყიდვა, ფულის ჩადება. ფსიქოლოგიური ფონი უკიდურესობებითაა სავსე. მოსალოდნელია გრძნობების გაციება, სურვილების დახშობა, სიჯიუტის, აგრესიის მოულოდნელი აფეთქებები.
ზოდიაქოს ყველაზე წუწუნა, ბედზე მომჩივანი ნიშნები>>
ვერძი: სიფრთხილით მოქმედებაა საჭირო საერთო რესურსებთან დაკავშირებით, მოერიდეთ საგადასახადო და საკრედიტო დავალიანებებს, ფულის ხარჯვას თამაშზე, გართობასა და ავნტიურებზე. მომატებული გაქვთ აზარტი, სექსუალური ჟინი და მწვავე შეგრძნებების წყურვილი. ეს ყველაფერი რისკს ზრდის, აკრძალვებისა და დაბრკოლებების გამო მრისხანების პროვოცირება შეიძლება მოხდეს. კრიზისული მომენტების განმუხტვა ან შემსუბუქება პრივატულ საუბარს შეუძლია.
სიყვარული  პირველი რომანტიკული ოცნებებიდან იწყება - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
ზოდიაქო: შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები
კურო: აჯობებს, თუ დღეს პირობებს თქვენ არ წამოაყენებთ, არამედ შემოთავაზებულ ჩარჩოებში მოექცევით. მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ პარტნიორების, კლიენტების, კოლეგებისა თუ ახლობლების განწყობა. საშიშია ნერვოზულობა, დამოუკიდებლობის დემონსტრაციულად ჩვენება და არაპროგნოზირებადი რეაქცია სხვის საქციელზე. ემოციური „ორთქლის“ გამოშვება და საერთო ენის გამონახვა დროული მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი.
ტყუპი: დღეს შეიძლება შეუძლოდ გახდეთ, მოსალოდნელია ათასი საზრუნავი, უსიამოვნო სიურპრიზი ან წარსულის გახსენება. არაა გამორიცხული, რომ მოგიწიოთ დასვენების გაუქმება ან გასართობი პროგრამის შემცირება. ვარსკვლავები გირჩევენ, ასეთი ვითარება გამოიყენოთ, როგორც შანსი, კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ და იმუშაოთ საკუთარ ნაკლოვანებებზე, ამოძირკვოთ რაღაც „სარეველა“ თქვენი ცხოვრებიდან. სწორედ ამ თვალსაზრისით დაგეხმარებათ დროებითი შეზღუდვები და შექმნილი პირობები.
კირჩხიბი: დღეს კრიტიკულად ხართ განწყობილი სიყვარულის, თავისუფალი ბიზნესისა და რეკლამის, ბავშვების აღზრდის მეთოდების მიმართ... ამ მოცემულ ჩარჩოებში მოგიწევთ გრეძნობების გამოხატვა, შემოსავლების ძებნა თუ საჩუქრის მომზადება. შეიძლება შეგაწუხოთ შეზღუდვებმა დასვენების დროს, საგადასახადო ლიმიტებმა, შემოქმედებითმა შაბლონებმა. ამავე დროს, კარგი დღეა პირადი საუბრებისთვის, ფიქრისა და განსჯისთვის და ამის შედეგების „გაშალაშინებისთვის“.
მზისკენ ამხტარი გოგო - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერების საიდუმლო
ლომი: დღეს ძალზე მგრძნობიარე და დაუცველი ხართ, გჭირდებათ თანამოსაუბრე, რომელიც სათუთად მოგეკიდებათ. შეიძლება გაგიჩნდეთ მარტოობის სურვილი, ან ეძებოთ საბაბი, რომ ვინმესთან გულახდილი საუბრი გააბათ. კარგი დროა ბუნებაში გასვლისთვის. სიმშვიდესა და სიწყნარეს საკუთარ სახლში შეიძლება ბევრმა რამემ შეუშალოს ხელი, მათ შორის მოწყენილობამ, კონტროლმა ან არასასიამოვნო სიურპრიზებმა.
ქალწული: დღეს ურთიერთობების, ფიქრისა და გადაადგილების განსაზღვრული ფორმატი გელოდებათ. სრულ გულახდილობას შეიძლება ხელი შეუშალოს ცენზურამ ან გარშემომყოფებთან გაუგებრობამ. შესაძლებელია იძულებითი გამგზავრება, დაყოვნებები გზაში. ეს დღე აძლიერებს სკეპსისს, კრიტიკულობასა და გამჭრიახობას. კარგი დროა კვლევებისთვის, ინფორმაციისა და კონტაქტების „გაცხრილვისთვის“. რეკომენდებულია საუბრები ვიწრო წრეში ან დისტანციური მიმოწერა.
სასწორი: ვარსკვლავები გირჩევენ, ეკონომიური იყოთ ყველა რესურსის ხარჯვის დროს: პირადი, ოჯახური თუ სამსახურებრივი. უპრიანია მატერიალური თემების მხოლოდ განხილვა და არარეკომენდებულია სიტყვიდან საქმეზე გადასვლა. არასასურველია შოპინგი – შესაძლოა, რამე ხინჯიანი ნივთი იყიდოთ ან უსარგებლო. არ ღირს ანგარიშის გახსნა, მემკვიდრეობის განკარგვა, რამე სამომავლო საქმეში თანხის ჩადება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2018
ზოდიაქოს ყველაზე პრაქტიკული და მიწიერი ნიშნები
მორიელი: დღე დასაშვების ზღვარზე მიგითითებთ – თქვენი სურვილების ნაწილი არარეალიზებადია, ნაწილი – ნაადრევი. შესაძლებელია თქვენი უფლებების დროებითი შელახვა სახლში, პროფესიაში ან საზოგადოებაში. ბევრი თქვენგანი წააწყდება ბარიერს შემოქმედებითი იდეისა და გრძნობების თავისუფლად გამოხატვის მცდელობისას. საბედნიეროდ, მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ გარშემომყოფებს ყველაფერი აუხსნათ.
მშვილდოსანი: აჯობებს, თუ დღეს პირად ან განმარტოებულ ცხოვრებას აირჩევთ, უარს იტყვით თავგადასავლებზე. ამასთან, მნიშვნელოვანია „ემოციური ჰიგიენის“ დაცვა: უნდა მოუსმინოთ კარგ მუსიკას, მოერიდოთ ბნელ და საშიშ ადგილებს, მავნე ჩვევებსა და რაც მთავარია, ნეგატიურ აზრებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თავი აარიდოთ არაკეთილმოსურნეებს და ზოგადად, უარყოფით გარემოს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ყურადღება მიაქციეთ კვებას.
თხის რქა: შესაძლებელია წააწყდეთ რამე დაბრკოლებას ან იმედგაცრუებას. არაა გამორიცხული, რომ თქვენს უკმაყოფილებას ან უგუნებობას მატერიალური მიზეზი ედოს სარჩულად, მაგალითად, თანხა არ გეყოთ სანუკვარი გეგმის განსახორციელებლად. ზოგიერთ თქვენგანს საჭირო „ადამიანური რესურსი“ დააკლდება. მნიშვნელოვანია, რომ ამის გამო კავშირი არ გაწყვიტოთ ნამდვილ მეგობრებთან.
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2019
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი
მერწყული: სჯობს, დღეს თავი აარიდოთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს – დიდია რისკი იმისა, რომ სტრატეგიული შეცდომა გაიმეოროთ. შეწყვიტეთ უთანასწორო ბრძოლა. რაც შეეხება ემოციურ ფონს, ზიანს მოგაყენებთ სევდა, პირქუშ ხასიათზე ყოფნა, მაგრამ ამაზე საშიშია ცრუ ოპტიმიზმი და ქარაფშუტობა. მნიშვნელოვანია, რომ რეალისტურად შეხედოთ ვითარებას და დროებით თავი შეიზღუდოთ, შეებრძოლოთ შიშებს, აგრესიას, ეცადოთ თავშეკავებას, მოითმინოთ.
თევზები: შესაძლოა, თქვენი ოპტიმიზმი დღევანდელი ვითარებების გამო ცოტა მინავლდეს, მაგრამ თქვენთვის რწმენისა და იმედის წართმევას მაინც ვერავინ და ვერაფერი შეძლებს. ბევრ თქვენგანს დაეხმარება ის, რომ რომ შინაგანად დარწმუნებულია თავის სიმართლეში, ზოგიერთს მხარდაჭერა ძველი მეგობრების სახით ექნება. კარგი პერიოდია კონტაქტების განახლებისთვის სულიერად ახლობელ ადამიანებთან, თუნდაც ისინი სხვა ქალაქებში ან ქვეყნებში ცხოვრობდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0