თვითმკვლელი მე-13 სართულზე: კაცი სამი წლის შვილთან ერთად ცდილობდა გადმოხტომას

გამოწერა
საცხოვრებელი კორპუსის მე-13 სართულის კარნიზზე მდგარი მამაკაცი, რომელსაც ხელში სამი წლის ბავშვი ეჭირა, მეზობელი კორპუსებიდან შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს.
შემთხვევა 13 ივლისს მოხდა რუსეთის ქალაქ ირკუტსკში.
სამართალდამცველებთან ერთად შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ სამაშველო სამსახური და სასწარფო დახმარების ბრიგადები.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს რომან ტერენტიევი იყო, რომელიც მთელი სამი საათის განმავლობაში იმუქრებოდა ბავშვთან ერთად გადმოხტომით, თუ მისი მეუღლე შინ არ დაბრუნდებოდა.  შეშინებული ბიჭუნა ტიროდა და მამას ეხუტებოდა, თუმცა კაცი დანებებას არ აპირებდა.
სანამ მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაშველებმა კორპუსის ძირში ეგრეთ წოდებული სიცოცხლის კუბი გაშალეს — ბალიში, რომელიც ვარდნას არბილებს.
საბოლოოდ ტერენტიევი მოლაპარაკებებს დაჰყვა, ბავშვი ბინაში დააბრუნა, თავად კი ისევ კარნიზზე გადმოდგა. სწორედ ამ მომენტში სახლში სწრაფი რეაგირების სპეცრაზმი შეიჭრა და ტერენტიევი დააკავა. ახლა მას ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0