ნიუ-იორკის მეტრო წყალდიდობის გამო დაიტბორა – ვიდეო

გამოწერა
ფლორიდის, ჯორჯიასა და სამხრეთ კაროლინას შტატებს ქარიშხალმა „ელზამ“ გადაუარა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია და ნიუ-იორკის მეტრო დატბორა.
წყალდიდობის გამო ნიუ-იორკის მეტროს მგზავრებს ქუჩაში „ცურვით გამოსვლამ“ მოუწიათ.
„გთხოვთ იყავით ფრთხილად და ნუ ჩახვალთ დატბორილ სადგურებზე, სანამ ჩვენი ბრიგადები პრობლემის გადასაჭრელად მუშაობენ“, – ნათქვამია ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის Twitter-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სადგურზე წყლის დონე იმდენად მაღალია, რომ მგზავრებს წელამდე სწვდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0