ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე? – შესარჩევმა კომისიამ მუშაობა დაასრულა

© photo: Sputnikცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
საკანონმდებლო ორგანომ ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლით დასამტკიცებლად მას მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარისა და კომისიის ერთი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა.
ცესკოს თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თამარ ჟვანიამ 30 ივნისს პოსტი დატოვა. იგი საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს. ცესკოში კიდევ ერთი წევრის თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. 
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
ცესკოს თავმჯდომარის პოსტისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს
აღნიშნული თანამდებობების დაკავების მსურველთა დოკუმენტების მიღება 6 ივლისს დასრულდა. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გასაუბრების ეტაპზე 11-დან 8 კანდიდატი, ხოლო წევრობის მსურველთა 17 კანდიდატიდან 16 გადავიდა.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკოს თავმჯდომარეობის ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩა ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად ხუთი: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარ სართანია.
„პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა (კანდიდატების სია – რედ.). ამის შემდგომ პრეზიდენტი შეარჩევს ან არ შეარჩევს თითო ვაკანტურ პოზიციაზე ორ წევრს და გადაუგზავნის პარლამენტს დასამტკიცებლად. ამით სამუშაო პროცესი ამოწურულია“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა ჟურნალისტებთან. 
კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება.
ხოლო ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში რომელიმე პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
კანონის თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100 ხმა და მეტი). თუ ეს არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.
ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება. მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის", რომელიც ამჟამად პარლამენტში 84 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ეს არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანია. თუ იგი პროპორციული სისტემით ამომრჩევლის ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური