https://sputnik-georgia.com/20210709/Turnava-saqarTvelos-ekonomikuri-gegmebi-252262862.html
ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტის ჩანაცვლება: საქართველოს გეგმები
ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტის ჩანაცვლება: საქართველოს გეგმები
Sputnik საქართველო
ეკონომიკური განვითარების სიკეთეები ყველა მოქალაქეს რომ შეეხოს, ამისთვის ადგილობრივი წარმოების განვითარებაა საჭირო, მიაჩნია ეკონომიკის მინისტრს. 09.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-09T13:11+0400
2021-07-09T13:11+0400
2021-10-19T18:00+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0e/251463261_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_de4d7f1abeda7195951dfe45a3a71cef.jpg
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას აპირებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.მინისტრის თქმით, 10-წლიანი ეკონომიკური განვითარების დოკუმენტი სულ მცირე 12 ძირითად სფეროს მოიცავს:პროექტი იმ მაჩვენებლების ჩამონათვალს ითვალისწინებს, რომელთა ნაწილის მიღწევაც 2025 წლისთვის, ხოლო დანარჩენის - 2030 წლისთვის იგეგმება.„ჩვენი მთავარი ამოცანა უახლოეს და საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპების შენარჩუნება იქნება, ისევე, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილური გარემო და გარემოს განჭვრეტადობა ჩვენი ბიზნესისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარების სიკეთეები ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეეხოს, რისთვისაც საჭიროა ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია.ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ კეთილდღეობის მისაღწევად მხოლოდ ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის, იმდენად, რამდენადაც სიღარიბესთან ბროლა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.„2019 წელს იყო სიღარიბის მაჩვენებელი 19%, ანუ იმის ნახევარი, რაც გვქონდა, მაგალითად, 2007 წელს. თუმცა ეს არაა საკმარისი მაჩვენებელი. განსაკუთრებით ახლა, როდესაც სრულიად მსოფლიო დადგა პანდემიის გამო დამატებით სიღარიბის ზრდის გამოწვევის წინაშე და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 180 მლნ-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა“, – თქვა ნათია თურნავამ.ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის განვითარებასაქართველო მიისწრაფვის, რომ თავისი პროდუქცია მსოფლიო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი გახადოს. დღეს საქართველო 46 ქვეყანასთან ვაჭრობს თავისუფლად, ეს არის მსოფლიოს მომხმარებლების დაახლოებით 30%.ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეთთან, სამხრეთ კორეასთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, ასევე ინდოეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისთვის, რომ 2025 წელს ქვეყანას ჰქონდეს უკვე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 51 ქვეყანასთან, ხოლო 2030 წელს – სულ მცირე 57 ქვეყანასთან, ეს იქნება მსოფლიო მოსახლეობის 72%.„შედეგად – ადგილობრივი, ქართული წარმოება იქნება გლობალურად მეტად კონკურენტუნარიანი არა მარტო საექსპორტო ბაზრებზე, არამედ ჩვენს შიდა ბაზარზეც, ბევრი მიმართულებით გამოდევნის და ჩაანაცვლებს იმპორტს. ამასთან, მაღალია თვითუზრუნველყოფის გაზრდის და იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი ბევრი არასასურსათო წარმოების მიხედვით“, – განაცხადა თურნავამ.გეგმაშია საშენი მასალების ადგილობრივი წარმოების გაზრდა იმისათვის, რომ ადგილობრივ ბაზარზე ამ პროდუქციის წილმა 30% შეადგინოს ამჟამინდელი 5%-ის ნაცვლად.ეკონომიკის სამინისტროს პროექტით, სულ მცირე, უახლოეს 5 წელიწადში ექსპორტის მოცულობა იქნება გაორმაგებული, ხოლო თვითუზრუნველყოფის დონე – მინიმუმ 20 პროცენტით გაზრდილი.
https://sputnik-georgia.com/20210630/saqarTvelos-ekonomika-aRdgenas-ganagrZobs-maisSi0zrdam-26-procenti-Seadgina-252178093.html
https://sputnik-georgia.com/20210706/Turnavam-saqarTvelos-ekonomikis-ganviTarebis-xedva-warmoadgina-252229930.html
https://sputnik-georgia.com/20210706/premierma-ekonomikis-prioriteti-daasaxela-252228903.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0e/251463261_138:0:1915:1333_1920x0_80_0_0_dc99f70aceba845a3059c65fa339ab3a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტის ჩანაცვლება: საქართველოს გეგმები
13:11 09.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ეკონომიკური განვითარების სიკეთეები ყველა მოქალაქეს რომ შეეხოს, ამისთვის ადგილობრივი წარმოების განვითარებაა საჭირო, მიაჩნია ეკონომიკის მინისტრს.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას აპირებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, 10-წლიანი ეკონომიკური განვითარების დოკუმენტი სულ მცირე 12 ძირითად სფეროს მოიცავს:
- ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება
- საგარეო ვაჭრობის განვითარება
- ინვესტიციების მოზიდვა
- საერთაშორისო სამედიცინო სანიტარიული წესების განვითარება.
- კაპიტალის ბაზრის განვითარება
- სახელმწიფო საწარმოების რეფორმა
- სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი სექტორის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარება
- მდგრადი ენერგეტიკული სექტორის უზრუნველყოფა
- ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდა
- ციფრული ეკონომიკის განვითარება
- ტურიზმი
- ცოდნაზე და ინოვაციაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება
პროექტი იმ მაჩვენებლების ჩამონათვალს ითვალისწინებს, რომელთა ნაწილის მიღწევაც 2025 წლისთვის, ხოლო დანარჩენის - 2030 წლისთვის იგეგმება.
„ჩვენი მთავარი ამოცანა უახლოეს და საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპების შენარჩუნება იქნება, ისევე, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილური გარემო და გარემოს განჭვრეტადობა ჩვენი ბიზნესისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარების სიკეთეები ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეეხოს, რისთვისაც საჭიროა ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია.
„ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა აპრილსა და მაისში გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ წელს, წლის ბოლოს სულ მცირე 8%-იანი ზრდით დავასრულებთ წელიწადს, ხოლო 2025 და 2030 წლისთვის კვლავაც შევინარჩუნეთ საშუალოდ 5-5,2%-იან ეკონომიკურ ზრდას, რაც ჩვენ განგვიმტკიცებს ეკონომიკური ზრდის რეგიონული ლიდერის სტატუსს", — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ კეთილდღეობის მისაღწევად მხოლოდ ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის, იმდენად, რამდენადაც სიღარიბესთან ბროლა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
„2019 წელს იყო სიღარიბის მაჩვენებელი 19%, ანუ იმის ნახევარი, რაც გვქონდა, მაგალითად, 2007 წელს. თუმცა ეს არაა საკმარისი მაჩვენებელი. განსაკუთრებით ახლა, როდესაც სრულიად მსოფლიო დადგა პანდემიის გამო დამატებით სიღარიბის ზრდის გამოწვევის წინაშე და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 180 მლნ-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა“, – თქვა ნათია თურნავამ.
ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის განვითარება
საქართველო მიისწრაფვის, რომ თავისი პროდუქცია მსოფლიო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი გახადოს. დღეს საქართველო 46 ქვეყანასთან ვაჭრობს თავისუფლად, ეს არის მსოფლიოს მომხმარებლების დაახლოებით 30%.
ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეთთან, სამხრეთ კორეასთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, ასევე ინდოეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისთვის, რომ 2025 წელს ქვეყანას ჰქონდეს უკვე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 51 ქვეყანასთან, ხოლო 2030 წელს – სულ მცირე 57 ქვეყანასთან, ეს იქნება მსოფლიო მოსახლეობის 72%.
„შედეგად – ადგილობრივი, ქართული წარმოება იქნება გლობალურად მეტად კონკურენტუნარიანი არა მარტო საექსპორტო ბაზრებზე, არამედ ჩვენს შიდა ბაზარზეც, ბევრი მიმართულებით გამოდევნის და ჩაანაცვლებს იმპორტს. ამასთან, მაღალია თვითუზრუნველყოფის გაზრდის და იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი ბევრი არასასურსათო წარმოების მიხედვით“, – განაცხადა თურნავამ.
გეგმაშია საშენი მასალების ადგილობრივი წარმოების გაზრდა იმისათვის, რომ ადგილობრივ ბაზარზე ამ პროდუქციის წილმა 30% შეადგინოს ამჟამინდელი 5%-ის ნაცვლად.
ეკონომიკის სამინისტროს პროექტით, სულ მცირე, უახლოეს 5 წელიწადში ექსპორტის მოცულობა იქნება გაორმაგებული, ხოლო თვითუზრუნველყოფის დონე – მინიმუმ 20 პროცენტით გაზრდილი.