რუმინეთის მოქალაქეს ქართულმა სასამართლომ ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა

© photo: Sputnik / Andrei Starostinმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
ირანელი მიგრანტის ქვეყანაში არალეგალურად შემოყვანაში ბრალდებულს სასამართლომ განაჩენი ორი წლის შემდეგ გამოუტანა.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რუმინეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო მიგრანტის საქართველოში უკანონოდ შემოყვანასა და მისთვის ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისთვის პირობების შექმნაში, და მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც საქართველოს პროკურატურა იუწყება, 2019 წლის 5 მაისს რუმინეთის მოქალაქემ ირანის მოქალაქე სტამბული–თბილისის რეისით იტალიის მოქალაქეზე გაცემული პასპორტით შემოიყვანა. ყალბი დოკუმენტი მიგრანტს ბრალდებულმა მიაწოდა. საქართველოში მან მიგრანტს გადაუხადა სასტუმროების თანხა თბილისსა და ქუთაისში, ხოლო მოგვიანებით უყიდა თვითმფრინავის ბილეთი იტალიაში გასამგზავრებლად.
ბრალდება რუმინეთის მოქალაქეს 2019 წლის 17 ივლისს წარედგინა დაუსწრებლად, რადგან მან მოასწრო ქვეყნის დატოვება. მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.
რუმინელი 2019 წლის 2 აგვისტოს საბერძნეთში დააკავეს, საქართველოში ექსტრადირებული იყო 2020 წლის 11 ოქტომბერს.
ყველა ახალი ამბავი
0