თბილისის საკრებულოში ეთნიკურ უმცირესობებთან შეხვედრები იწყება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიასთან ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საკრებულოში ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან შეხვედრების სერია იწყება. ამის შესახებ განაცხადეს თბილისის საკრებულოში, სადაც ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიასთან შედგა. შეხვედრას საკრებულოს წევრი ნინო რუხაძე უძღვებოდა. ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფის შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძემ უპასუხა.
„ღონისძიების ფარგლებში დამსწრეთა მხრიდან დაისვა არაერთი რელევანტური შეკითხვა, რომლებიც მათ განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. სწორედ მათი ინტერესიდან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრა სოციალურ და ჯანდაცვის სფეროს თემატიკას დაეთმო", – განაცხადა რუხაძემ.
  • რუხაძის თქმით, შეხვედრების სერია გახდება ერთგვარი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციას დედაქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს გააცნობენ, მიიღებენ მათ შეკითხვებსა და ინიციატივებს.
სხდომას ასევე ესწრებოდა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0