GWP: თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

© press-service of Georgian Water and Powerკომპანია Georgian Water and Power–ის (GWP) თანამშრომელი
კომპანია Georgian Water and Power–ის (GWP) თანამშრომელი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
წყალმომარაგების სტაბილურობის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე სამუშოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 20 ივლისისთვის დაასრულებს.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ბაგების სატუმბო სადგურში ორი ახალი წყლის ტუმბო–აგრეგატი დაემატა, რაც წყნეთში, კოჯორში, კიკეთში, ბეთანიაში, წავკისში, ტაბახმელასა და შინდისში სტაბილურ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP).
კომპანიის ცნობით, ანალოგიური ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება მთაწმინდისა და წავკისის სატუმბო სადგურებშიც, სადაც ასევე ახალი ტუმბოები დაემატება.
  • „აღნიშნული სამუშაოები შესაძლებელს გახდის – თბილისის ზედა ზონებში მოსახლეობამ, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მეტი რაოდენობის წყალი მიიღოს“, – აცხადებენ კომპანიაში.
ახალი ტუმბოების დასამონტაჟებლად აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს კომპანია ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას კომპანია ეტაპობრივად გაავრცელებს.
ყველა ახალი ამბავი
0