„რიონის ხეობის მცველები“ თბილისში ჩამოვიდნენ

© photo: Sputnikვარლამ გოლეთიანი და „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები
ვარლამ გოლეთიანი და „ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
„რიონის ხეობის მცველები“  მოძრაობაა, რომელიც უკვე რვა თვეა აქციებს მართავს და მდინარე რიონზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ აქტივისტები თბილისში ჩამოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებულ „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ აქციაში.
საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ ჩატარების დღეს, რომელიც ლგბტ თემის უფლებების დაცვას ემსახურება, მარშის მოწინააღმდეგეებს ქაშვეთთან შეგროვების და აქციის წინააღმდეგ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვისკენ მოუწოდა.
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
„თბილისი პრაიდი": „ღირსების მარში" აღარ გაიმართება
საპატრიარქო რამდენიმე დღის წინ ღიად გამოვიდა „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ და განაცხადა, რომ „მარშის“ ჩატარებით „ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას“.
როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენელმა მარიტა მუსელიანმა განაცხადა, აქტივისტები თბილისში ჩამოვიდნენ არა იმისთვის, რომ შეუერთდნენ ადამიანებს, რომლებიც ძალადობის პროპაგანდას ეწევიან, არამედ იმიტომ, რომ პატრიარქს დაუჭირონ მხარი. ისინი ძალადობას ეწინააღმდეგებიან.
მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, რომ ისინი უბრალოდ გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწინააღმდეგებიან და თბილისში საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე ჩამოვიდნენ. საპატრიარქო არავითარ შემთხვევაში არ მოუწოდებს არასდროს ძალადობისკენ, განაცხადა მან.
მოწინააღმდეგეებმა „თბილისი პრაიდის" ოფისი დაარბიეს>>
მოძრაობის ლიდერების თქმით, მათ თავიანთი დამოკიდებულება „თბილისი პრაიდის“ მიმართ სპეციალურ განცხადებაში გამოხატეს, რომელიც ამ ორგანიზაციაში გაგზავნეს.
ყველა ახალი ამბავი
0