ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები ქუჩაში გამოვიდნენ – სიტუაცია დაძაბულია

გამოწერა
პარლამენტის შენობასთან, სადაც „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ, სიტუაცია დაძაბულია
ლგბტ თემის დაცვის კვირეულის ფარგლებში საღამოს დაგეგმილი იყო მსვლელობა ქალაქის ცენტრში, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აქციის ცენტრში გამართვის საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატა და მისი სხვა ადგილზე გადატანის იდეა წამოაყენა, ხოლო შსს-მ ორგანიზატორებს ღონისძიების დახურულ სივრცეში ჩატარება შესთავაზა.
ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან ოპოზიციის მიერ ადრე დადგმული კარვები დაშალეს. მათი ნაწილი კი „თბილისი პრაიდის“ ოფისისკენ გაემართა, ისინი აივნიდან ორგანიზაციაში შეიჭრნენ და ფერადი დროშები დახიეს.
თბილისის ცენტრში დადიან აგრესიულად განწყობილი ჯგუფები. ისინი აგრესიულები არიან მასმედიის წარმომადგენლების მიმართაც, ჟურნალისტებს დაუშინეს ბოთლები და სცემეს. დაშავდა რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი.
„თბილისი პრაიდი“ უახლოეს მომავალში გაახმოვანებს საკუთარ გეგმებს. ძალაში რჩება საპატრიარქოს დაგეგმილი მორწმუნეთა აქცია, რომელიც ასევე უნდა ჩატარდეს რუსთაველზე, თუ არ გაუქმდება „ღირსების მარში“.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ დაპირისპირებას, მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაში ოპოზიცია დაადანაშაულეს.
ყველა ახალი ამბავი
0