ამინდის პროგნოზი თბილისში: 5–11 ივლისი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
დედაქალაქში ეს კვირა შედარებით გრილი იქნება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 35 გრადუსს მიაღწევს, თუმცა მოსალოდნელია ზაფხულის შხაპუნა წვიმაც.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ამ კვირაში სინოპტიკოსები დედაქალაქში უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ, თუმცა მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც.
ორშაბათი, 5 ივლისი: თბილისში მზიანი და უნალექო ამინდი იქნება. მინიმალური ტემპერატურა ღამით +23 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 31 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. მზე 05:31 საათზე ამოვა და 20:38 საათზე ჩავა.
სამშაბათი, 6 ივლისი: თბილისში მზიანი ამინდი იქნება. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +20 გრადუსი, დღისით კი 35 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 05:32 საათზე ამოვა და 20:38 საათზე ჩავა.
ოთხშაბათი, 7 ივლისი: თბილისში სინოპტიკოსები მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. მინიმალური ტემპერატურა +20 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 35 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10-15 მეტრი წამში. მზე 05:32 საათზე ამოვა და 20:38 საათზე ჩავა.
ხუთშაბათი, 8 ივლისი: თბილისში მზიანი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. მინიმალური ტემპერატურა +21 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 31 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 05:33 საათზე ამოვა და 20:37 საათზე ჩავა.
პარასკევი, 9 ივლისი: თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. მინიმალური ტემპერატურა +22 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 29 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 8-13 მეტრი წამში. მზე 05:34 საათზე ამოვა და 20:37 საათზე ჩავა.
შაბათი, 10 ივლისი: დედაქალაქში ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. მინიმალური ტემპერატურა +22  გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 32 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 05:35 საათზე ამოვა და 20:36 საათზე ჩავა.
კვირა, 11 ივლისი: თბილისში კვლავ მზიანი ამინდი იქნება. საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა. მინიმალური ტემპერატურა +21 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 33 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 8–13 მეტრი წამში. მზე 05:35 საათზე ამოვა და 20:36 საათზე ჩავა.
ყველა ახალი ამბავი
0