„თავისუფალი დემოკრატები" „ღირსების მარშს" უერთდებიან

© photo: Pixabay / marybettiniblankლგბტ დროშა
ლგბტ დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ევროპარლამენტარები, ქვეყნის შსს-ს მოუწოდებენ, მიიღოს ყველა ზომა ძალადობისა და არეულობის აღსაკვეთად.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატები" „ღირსების მარშს" უერთდება და ლგბტ თემს საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
სახალხო დამცველი ხელისუფლებას მიმართავს, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეები
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები და თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის" ჩატარება. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად".
პოლიტიკური პარტია მიუღებლად მიიჩნევს ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დაყოფასა და საზოგადოების არათანაბარ წევრებად წარმოჩინებას.
„ჩვენ თუ გვინდა შევდგეთ როგორც სახელმწიფო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თანაბრად იგრძნოს თავი დაცულად და თვითრეალიზებულად ამ ქვეყანაში", – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას კანონი და უზრუნველყოს ყველა ღონისძიების მშვიდობით ჩატარება.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
პრეზიდენტი: მიუღებელია ძალადობის ყველანაირი ფორმა
„ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეები აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლას აპირებენ. კონტრაქციის მონაწილეებს წინა დღეს, 4 ივლისს რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა სურთ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კონსერვატიული პარტია „ერის" დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ ხელისუფლებას „გარყვნილების პროპაგანდის" ამკრძალავი კანონის მიღება მოსთხოვა.
ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქოც.
პრაიდი ლგბტ კულტურის ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. 2013 წლის 17 მაისს საქართველოში ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს. მათი ქმედებების შედეგად დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა. იმ დროიდან ლგბტ-თემის დამცველების აქციები პოლიციის ძლიერი დაცვით იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0