ღონისძიება უსაფრთხოდ უნდა ჩატარდეს – შსს-ს განცხადება „ღირსების მარშთან" დაკავშირებით

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
ღონისძიებაზე უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს, აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარებასა და მართლწესრიგის დაცვას უზრუნვეყოფს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
სახალხო დამცველი ხელისუფლებას მიმართავს, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეები
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები და თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის" ჩატარება. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად".
პარალელურად „ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეები აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლას აპირებენ. კონტრაქციის მონაწილეებს წინა დღეს, 4 ივლისს რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა სურთ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კონსერვატიული პარტია „ერის" დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ ხელისუფლებას „გარყვნილების პროპაგანდის" ამკრძალავი კანონის მიღება მოსთხოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით უწყების წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ღონისძიების ორგანიზატორებთან.
„მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, ასევე დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, დილით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზიდენტი: მიუღებელია ძალადობის ყველანაირი ფორმა>>
პრაიდი ლგბტ კულტურის ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. 2013 წლის 17 მაისს საქართველოში ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს. მათი ქმედებების შედეგად დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა. იმ დროიდან ლგბტ-თემის დამცველების აქციები პოლიციის ძლიერი დაცვით იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0