ყაზახური ავიაკომპანია შიმკენტიდან ქუთაისის მიმართულებით ახალ რეისს ამატებს

© photo: Kutaisi International Airport / FBFlyArystan-ის თვითმფრინავი
FlyArystan-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
14 ივლისიდან ავიაკომპანია FlyArystan შიმკენტი–ქუთაისი–შიმკენტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით დაიწყებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიკიაკომპანია FlyArystan შიმკენტის მიმართულებას ამატებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.

14 ივლისიდან FlyArystan-ი შიმკენტი–ქუთაისი–შიმკენტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით დაიწყებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია.

ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
საქართველოს ავიაბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი შემოვიდა

FlyArystan-ი დღეისათვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ატირაუდან, აქტაუდან და ნურ-სულთანიდან. შიმკენტი - მეოთხე მიმართულებაა, სადაც დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრა იქნება შესაძლებელი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ყაზახური მიმართულება დანარჩენი სამი მიმართულების მსგავსად პოპულარული იქნება.

„ავიაკომპანია ჩვენი აეროპორტიდან ყაზახეთის სამი ქალაქის მიმართულებით ფრენებს წარმატებით ახორციელებს. მოთხოვნა აქტაუს, ნურ-სულთანისა და ატირაუს მიმართულებებზე მზარდია, რის გამოც ავიაკომპანიამ სამივე მიმართულებაზე თითო სიხშირე დაამატა და უკვე კვირაში სამი სიხშირით ასრულებს რეისებს", – აღნიშნა არჩუაძემ.

ივლისის თვეში ქუთაისიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით 42 პირდაპირი რეისი შესრულდება.

„ცენტრალური აზია სრულიად ახალი მიმართლებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და, ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთის ოთხი ახალი მიმართულება კვირაში 11 სიხშირით ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს", – თქვა თამარ არჩუაძემ.

FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა, ის AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
საქართველოში ავიარეისების სიხშირე იზრდება

1 მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR–ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. უცხოეთის მოქალაქე, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს და/ან PCR–ტესტის ნეგატიურ პასუხს, შეძლებს საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლას.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR–ტესტის ნეგატიური პასუხი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.

რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

ყველა ახალი ამბავი
0