სახელმწიფო ახალი საწარმოებისა და სასტუმროებისთვის 6 მლრდ ლარს მოიზიდავს

© photo: Government of Georgia / FBირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
გამოწერა
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად საქართველოში დაინერგება სპეციალური მექანიზმი, რომელიც ბიზნეს–ცენტრების 10 რეგიონში განვითარებას გულისხმობს, განაცხადა პრემიერმა.

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში იგეგმება 1.3 ათასი ახალი საწარმოსა და 400 სასტუმროს დაფინანსება და მათში 6 მლრდ ლარის ინვესტირება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.

მინისა და პლასტმასის საწარმო

 - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
საქართველო მინისა და პლასტმასის წარმოებას აფართოებს

პრემიერმა აღნიშნა, რომ ინვესტიციები მოიზიდება ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში, რომლის საბოლოო ვარიანტი სექტემბრის ბოლოს იქნება წარმოდგენილი.

გარდა ამისა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად საქართველოში დაინერგება რეგიონული წარმოების ხელშეწყობის მექანიზმი, რაც ბიზნეს–ცენტრების 10 რეგიონში განვითარებას მოიაზრებს.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

ყველა ახალი ამბავი
0