დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 ივნისი

CC BY 2.0 / Ben Perrin / Lysterfield Lakeხედი ჰორიზონტზე
ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 26 ივნისია, შაბათი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

ყოველდღიური რუტინული საქმეების შესრულება დღეს მარტივი არ იქნება. შეიძლება გაჩნდეს სირთულეები თვითორგანიზებასთან დაკავშირებით, აპათია, ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებები, მათ შორის ფულთან მიმართებით. სამაგიეროდ, საქმიანობას „ცაიტნოტის“ რეჟიმში შესანიშნავი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. არცთუ სახარბიელო დღეა რომანტიკული შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის. უპირატესობა მიანიჭეთ მშვიდ და ოჯახურ სიტუაციებს, სადაც თქვენგან არ მოითხოვება ზედმეტი მორალური ან ფიზიკური დაძაბულობა.

რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან>>

ვერძი: ვარსკვლავები გირჩევენ, არ შეეჭიდოთ საქმეს, რომელშიც სხვების იმედი უნდა გქონდეთ – ნებსით თუ უნებლიეთ ირგვლივ მყოფებმა შეიძლება დაგაღალატონ. ეს ნებისმიერ ამოცანასა თუ საკითხს ეხება, იქნება ეს სამუშაო თუ პირადი სფერო. დღემ რომ განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ჩაიაროს, ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს. პროექტები, რომლებიც სხვების მონაწილეობას ითვალისწინებს, გადადეთ.

კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2018
რა აღიზიანებთ ქალებში ყველაზე მეტად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცებს

კურო: არის რისკი, რომ დღეს გარშემომყოფების მხრიდან თავდასხმების ობიექტი გახდეთ. ეს პირველ რიგში შორეულ ნაცნობებსა და კოლეგებს ეხება, მაგრამ არაა გამორიცხული კრიტიკის მოსმენა საყვარელი ადამიანის ან საუკეთესო მეგობრებისგანაც. შესაძლოა, ირგვლივ მყოფთაგან ვინმეს არ მოეწონოს თქვენი ნათქვამი, გარეგნობა ან მუშაობის ხარისხი. უნდა ითქვას, რომ ამას მედგრად დაუხვდებით და თქვენი გამნაწყენებელი საკადრის პასუხს მიიღებს.

ტყუპი: შესანიშნავი დღერ გელოდებათ, როდესაც შეგიძლიათ გარშემომყოფებს თქვენი ლიდერის თვისებები და გამარჯვების განწყობა აჩვენოთ. ამასთან, რაც უფრო მეტი სირთულე იქნება თქვენს გზაზე, მით უკეთესი – უფრო მოგეძალებათ საბრძოლო ჟინი და მეტოქეებსა და დაბრკოლებებს გზიდან ჩამოიტოვებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაწვრილმანდეთ და შეეჭიდოთ იმ საქმეებს, რომლებშიც ყველაზე დიდ პოტენციალს ხედავთ.

კირჩხიბი: დღეს თქვენი განმასხვავებელი ნიშანი თავდაჯერებულობის ნაკლებობა და უსასრულო მერყეობა იქნება. ასეთი განწყობის გამო გაგიჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება ძალზე მარტივ საკითხებშიც კი. თუ ვითარებამ თქვენგან ქმედითი რეაგირება მოითხოვა, არის რისკი, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგათ. ეს რომ არ მოხდეს, დღეს ცივი გონება უნდა შეინარჩუნოთ და უფრო უკეთესი იქნება, თუ საერთოდ მოერიდებით საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმას.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2018
ქალები და მათი პატარ-პატარა სიგიჟეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ლომი: შესაძლოა, ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ რაღაც გეგმებზე უარის თქმა მოგიწიოთ. ეს შეიძლება ნებისმიერ რამეს ეხებოდეს – საღამოს გეგმებს, შვებულების საკითხს, პაემანს, რემონტს... თუ ასე მოხდა, ვარსკვლავები გირჩევენ, შეეგუოთ. რაც დღეს ნამდვილად არ უნდა გააკეთოთ, ეს წუწუნია თქვენს პრობლემებზე გარშემომყოფებთან. გახსოვდეთ, რომ ადამიანების დაახლოებით 90 პროცენტს თქვენი პრობლემები საერთოდ არ აინტერესებს, ხოლო დანარჩენს შეიძლება გაუხარდეს კიდეც.

ქალწული: დღეს აღსავსე ხართ შინაგანი წონასწორობით და გაქვთ სურვილი, რომ პოზიტივი გარშემომყოფებსაც გაუზიაროთ. ამის წყალობით დიდ მზრუნველობას გამოიჩენთ ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ, მისცემთ მათ რჩევებს, დაეხმარებით საქმეში, მოუსმენთ და გაიზიარებთ მათ პრობლემებს. ასეთი ქველმოქმედება თქვენი მხრიდან უპასუხო არ დარჩება – გარშემომყოფების მადლიერება აგამაღლებთ როგორც სხვის, ისე საკუთარ თვალში.

სასწორი: დღეს შეიძლება გაოცებულმა აღმოაჩინოთ, რომ გარშემომყოფები ფარულად თუ ცხადად თქვენით მანიპულირებას ცდილობენ. მეგობრები, კოლეგები და საყვარელი ადამიანიც კი ხელიდან არ გაუშვებენ შანსს, რომ რამე გიბრძანონ, თუნდაც საუკეთესო ზრახვებიდან გამომდინარე. თავად თქვენ გარედან ზეგავლენას შეიძლება წინააღმდეგობა ვერ გაუწიოთ. თუ ასეთი მდგომარეობა არ მოგწონთ, მაშინ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ, უთხრათ „არა“ გარშემომყოფებს და კისერზე არავინ შემოისვათ.

საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია

მორიელი: დღეს ბობოქარი საქმიანობისთვის ხართ განწყობილი, მაგრამ ზედმეტი რომ არ მოგივიდეთ, თავი უნდა შეიკავოთ. არის რისკი, რომ რაღაც შეგეშალოთ. უფრო მეტიც, უყურადღებობის გამო შეცდომა შეიძლება იმ საკითხშიც დაუშვათ, რომელიც საუკეთესოდ იცით და თვალდახუჭულს შეგიძლიათ გააკეთოთ. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ტაიმ–აუტი აიღოთ და დაისვენოთ, საქმეები კი მოიცდის.

მშვილდოსანი: ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და ყველაფერს, რაც მოგწონთ. სიტუაცია დაგეხმარებათ, რომ იგრძნოთ ჰარმონია სამყაროსთან და საკუთარ თავთან. ექსპერტები არ გირჩევენ დიდი რაოდენობით ადამიანების გარემოცვაში ყოფნას – ასე თავს კომფორტულად ვერ იგრძნობთ. დღეს ძალიან წაგადგებათ განმარტოება, ან იმ ადამიანთან ერთად ყოფნა, რომელიც გიყვართ.

თხის რქა: დღეს თქვენი საქციელი ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ვარსკვლავები ფარული ენერგიის მარაგით აგავსებენ, მაგრამ ეს ენერგია მხოლოდ აუცილებელი და სწრაფი მოქმედებების რეჟიმში გამოთავისუფლდება. თუ საჭირო არ გახდება რამე ზეამოცანების შესრულება, მაშინ შეიძლება აპათია და სიზარმაცე მოგეძალოთ. და თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა, იმაზე მეტს შეძლებთ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ პირობებში შეგიძლიათ.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ამ სამყაროში ცვლილებები და სიბრძნე შემოაქვთ

მერწყული: დღეს თქვენს ცხოვრებაში ბევრი შემთხვევითობა შეიძლება მოხდეს და ამასთან, ისეთებიც, რომლებიც მაინდამაინც არ მოგეწონებათ. გაუგებრობები რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, ღრუბლებიდან დაეშვათ და ირგვლივ არსებულ ვითარებაზე გაამახვილოთ ყურადღება. თუ ორგანიზებული იქნებით, არასასურველ სიურპრიზებს თავიდან აიცილებთ და მხოლოდ სასიამოვნო მოულოდნელობებისთვის დატოვებთ კარს ღიას.

თევზები: ვარსკვლავები გირჩევენ, ვირტუალური რეალობის ფანტასტიკურ სამყაროში ჩაიძიროთ. ამისთვის საკმარისია, მაგალითად, წიგნი წაიკითხოთ ან ფილმის სანახავად გაეშუროთ. დანარჩენს თქვენი კაშკაშა წარმოსახვა გააკეთებს. ეს დაგეხმარებათ, რომ დაისვენოთ ყოველდღიური საქმიანობისგან და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტოთ. ამასთან, დღეს კონკრეტული ამოცანების შესრულების სურვილი არც გაქვთ და დიდი ალბათობით, არც აუცილებელი არ იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0