ბავშვობის დროინდელი ოცნება და „ტატუს“ მესხური ტრადიცია, ანუ სამშობლო რომ არ დაგვეკარგოს

© photo: courtesy of Tsiuri Aspanidze-Meskhishviliციური ასპანიძე-მესხიშვილი
ციური ასპანიძე-მესხიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
„სამშობლოს ფენომენი იმდენად რთულია და საკრალური, რომ მას ვერანაირი ეზოთერიკა თუ მეტაფიზიკა ზუსტად ვერ ახსნის. სამ-შობლო - სამებაა!“ – ასე ფიქრობს პოეტი ციური ასპანიძე-მესხიშვილი.

ლექსების წერა მესხეთმა დააწყებინა. დღემდე თითქმის ყველა პოეტური ჯილდო აქვს მიღებული. ბოლოს ნომინაციაში „წლის პატრიოტული ლექსი“ წმინდა ილია მართლის სახელობის გაზეთ „ივერიის“ პროზა-პოეზიის პრემია „ივერიის“ 2020 წლის ლაურეატიც გახდა.

კითხვაზე, ყველაზე ძვირფასი რომელი ჯილდოა მისთვის, გვითხრა: „ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო ღმერთისგან ბოძებული სიცოცხლეა, კიდევ ჩემი ოჯახი − ამაზე ძვირფასი მართლა არაფერია“.

© photo: courtesy of Tsiuri Aspanidze-Meskhishviliციური ასპანიძე-მესხიშვილი
ბავშვობის დროინდელი ოცნება და „ტატუს“ მესხური ტრადიცია, ანუ სამშობლო რომ არ დაგვეკარგოს - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ციური ასპანიძე-მესხიშვილი

− ქალბატონო ციური, პოეზიას მესხეთმა დაგამეგობრათ?

− დიახ, მესხეთში დავიბადე და გავიზარდე და მუზის მეგობარიც დიდებულმა მესხეთმა გამხადა. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. აისიც და დაისიც ჩემი ფანჯრიდან „ოქროს ციხით“ იწყებოდა და მთავრდებოდა. არ შეიძლება უყურო ამ დიდებულებას, რომელიც შორიდან „ქაჯეთის ციხეს“ ჰგავს და ლექსი არ დაწერო.

„ვეფხისტყაოსანი“ მერვე კლასში ვისწავლეთ. ჰოდა, სიყვარულიც მერვე კლასში შემომეპარა. სიყვარულს ლექსი მოჰყვა, ლექსს − ლექსი, და ჩემი მეუღლე დღემდე სიცილით წამომაძახებს ხოლმე, ლექსების წერა მე დაგაწყებინეო.

სკოლიდანვე ლექსებს სიმღერით ვსწავლობდი და ახლაც ზეპირად მახსოვს იმდროინდელი ლექსები. ასევე სიმღერით ვწერ თითქმის ყველა ლექსს, თანაც, ზეპირად, გონებაში, რის გამოც ჩემი ბევრი ლექსი ფურცელზე არგადატანის გამო დაიკარგა.

© photo: courtesy of Tsiuri Aspanidze-Meskhishviliციური ასპანიძე-მესხიშვილი პრეზენტაციაზე
ბავშვობის დროინდელი ოცნება და „ტატუს“ მესხური ტრადიცია, ანუ სამშობლო რომ არ დაგვეკარგოს - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ციური ასპანიძე-მესხიშვილი პრეზენტაციაზე

− ადამიანს ბავშვობის დროინდელი ოცნება დიდი ცხოვრების გზაზე მიჰყვება ხოლმე. თქვენ შემთხვევაში რა იყო ასეთი ოცნება?

− ბავშვობიდანვე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სკოლაში რომანტიკოსთა შემოქმედებას გავდიოდით, ვოცნებობდი, რომ ლიტერატული სალონი მქონოდა. რომანტიკა და სანთლის შუქზე ლექსების კითხვა ჩემი ზღაპრული სამყარო იყო.

ბარათაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი. ერთხელ მამამ ტატოსა და შოთას პოსტერი მომიტანა. ვფიქრობ, ჩემი პირველი სალონიც ის იყო. რაც გულში მედო, ჩემს ოთახში დღიურებსა და ბლოკნოტებში გადამქონდა, შეყვარებულს ლექსებს ვწერდი. ოთახს დავაბნელებდი ხელოვნურად და ერთი „მსახიობი-მოსწავლის“ ლიტერატურულ სპექტაკლებს ვაწყობდი.

ჩემოდანი წერილებით მაქვს სავსე, ლექსად დაწერილებითაც. 15 წლის წინ გადავწყვიტე ყველა დამეწვა, რომ შვილებსა და შვილიშვილებს ჩემი და მეუღლის სისულელეებზე არ ეცინათ − ერთმანეთს მასწავლებლებსა და სკოლაზე ვწერდით წერილებს... ვერ დავწვი, რადგან ვაჟიშვილმა ისინი ხელიდან გამომგლიჯა და არ დამაწვევინა. ამისთვის მას დღემდე ვემადლიერები.

© photo: courtesy of Tsiuri Aspanidze-Meskhishviliციური ასპანიძე-მესხიშვილი პოეზიის საღამოზე
ბავშვობის დროინდელი ოცნება და „ტატუს“ მესხური ტრადიცია, ანუ სამშობლო რომ არ დაგვეკარგოს - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ციური ასპანიძე-მესხიშვილი პოეზიის საღამოზე

− ლიტერატურულ სალონზე საუბრობდით. ვიცი, რომ პანდემიის დროს ნაწილობრივ აისრულეთ ეს ოცნება...

− პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რაც დათვლილი მაქვს, ჯამში 455 დღეა. სოციალურ ქსელში, ჩემს ფეისბუქ-გვერდზე „გავხსენი“ ვირტუალური ლიტერატურული კაფე, სახელად „სიყვარულის საელჩო", სადაც სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფებიდან ხელოვან ადამიანებს ვიწვევ. მახარებს ის ამბავი, რომ ისინი კმაყოფილი არიან.

სხვათა შორის, „ქალთა საბჭომ“ გასული წლის მაისში „პანდემიის დროს საზოგადოების გამხნევებისთვის" მადლობის სიგელით დამაჯილდოვა.

− პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი ხართ, როგორ დაუკავშირეთ სპეციალობა პოეზიას?

− ნაწილობრივ დავუკავშირე. უცხო ენაში უსაყვარლესი მასწავლებელი მყავდა − ზემფირა ხუგაევა, რომელიც ენას ოსტატურად, სიტყვათა თამაშით გვასწავლიდა. მსგავსი ხმოვნებით სიტყვების გარითმვა მომწონდა და ქართულშიც ვაკეთებდი ამას, რასაც ორივე ენაზე „ჰაერში“ დაწერილი და გაშვებული პატარა ლექსები მოჰყვებოდა ხოლმე. სამწუხაროდ, მათ არ ვიწერდი.

© photo: courtesy of Tsiuri Aspanidze-Meskhishviliციური ასპანიძე-მესხიშვილი დაჯილდოების დროს
ბავშვობის დროინდელი ოცნება და „ტატუს“ მესხური ტრადიცია, ანუ სამშობლო რომ არ დაგვეკარგოს - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ციური ასპანიძე-მესხიშვილი დაჯილდოების დროს

მაშინ გადავწყვიტე ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩამებარებინა ინგლისური ენის განხრით, რომელიც წითელ დიპლომზე დავამთავრე. შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში განვაგრძე დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე, ინგლისური ლიტერატურის განხრით.

− ენების ცოდნა იმაში დაგეხმარათ, რომ მთარგმნელობითი საქმიანობა დაიწყეთ. რა ენებიდან თარგმნით?

− დიახ, ვწერ და ვთარგმნი სამი ენიდან: ინგლისურიდან, რუსულიდან და ესპანურიდან. შვიდი წელი ვიმუშავე თბილისის N5 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად, შემდეგ კი უნივერსიტეტში ვკითხულობდი სალექციო კურსს.

მშობლიურთან ერთად ინგლისური პოეზიაც ძალიან მიყვარდა. ჩემი თარგმანები და ლექსები სხვადასხვა ლიტერატურულ ალმანახებსა და კრებულებშია შესული. ჩემი სადისერტაციო თემა იყო „ტროპი ემილი დიკინსონის შემოქმედებაში“, ამიტომ ჩემი თარგმანების ძირითადი ნაწილი სწორედ მისი პოეზიიდანაა. ასევე ნათარგმნი მაქვს პერსი შელის ლექსებიც. ესპანურიდან მაჩადოს ლექსები მიყვარს. რუსული პოეზიის თარგმნა დავიწყე პუშკინის ლექსით „მე თქვენ მიყვარდით“...

© photo: courtesy of Tsiuri Aspanidze-Meskhishviliციური ასპანიძე-მესხიშვილი
ბავშვობის დროინდელი ოცნება და „ტატუს“ მესხური ტრადიცია, ანუ სამშობლო რომ არ დაგვეკარგოს - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ციური ასპანიძე-მესხიშვილი

− პოეზიის გარდა რა განიჭებთ სულიერ სიმშვიდეს?

− თავისუფალ დროს ლენტებით ვქარგავ, რაც სულიერად მამშვიდებს. დასაწყისში ქარგვას ყველა ყვავილებით იწყებს ხოლმე, არც მე ვარ გამონაკლისი. შემდეგ ნელ-ნელა ჩემი ფანტაზია ჩავრთე და უკვე ჩიტები მივამატე. მერე შერეული ტექნიკითაც დავინტერესდი.

შემოქმედება ისეთი რამეა, რომ ვერაფერს დაგეგმავ, შეიძლება დაიწყო ერთი და მუშაობის პროცესში სულ სხვა იდეა გაგიჩნდეს. ასეთი რამ ხშირად მომსვლია და უფლისთვის მადლობა მითქვამს: მადლობა, ღმერთო, აზრი რომ მომაწოდე-მეთქი. ყოველთვის, ყველაფერში უფალი მეხმარება. მსგავსი რამ ლექსის წერის დროსაც ხშირად მომდის.

− გავიგე, მიუსაფარი ცხოველებისა და ფრინველების მოვლა და დაპურება გიყვართ.

© photo: courtesy of Tsiuri Aspanidze-Meskhishviliციური ასპანიძე-მესხიშვილი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის შექმნისას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში
ბავშვობის დროინდელი ოცნება და „ტატუს“ მესხური ტრადიცია, ანუ სამშობლო რომ არ დაგვეკარგოს - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ციური ასპანიძე-მესხიშვილი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის შექმნისას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში

− მიყვარს და მებრალება ყველა მშიერი და მიუსაფარი. ადრე მინდოდა მოხუცთა თავშესაფრის დირექტორი ვყოფილიყავი. ახლა, როცა ადამიანთა გულქვაობას გადავაწყდი, უკვე ცხოველთა დაცვაზე გადავედი. 26 მაისს ბუდიდან გადმოვარდნილი გვრიტის ორი ბარტყი შევიფარე. ბუდეში მათი დაბრუნება ჯობდა, თუმცა არ ვიცოდი ზუსტად რომელი ბუდიდან იყვნენ. გარდა ამისა, ელექტროსადენების კვანძზე − ადამიანისთვის მიუწვდომელ ადგილზე ვერანაირად ვერ დავაბრუნებდი. თუმცა მერე გამოცდილებითა და დაკვირვებით მივხვდი, რომ მათი ხელოვნურად გაზრდა გამიჭირდებოდა.

მერე ამ ორს მიემატა მესამე გვრიტიც, რომელიც ჩემ თვალწინ მანქანის საბურავებმა დაარეტიანა. ყველა ღონე გამოვიყენე, რომ გადამერჩინა. ოთხი დღის შემდეგ დაპურებული სახურავზე ავსვი, მაგრამ დედამ აღარ მიიღო და ახლა ყოველდღე მაკითხავს იმ მტრედებთან ერთად, სახურავზე რომ მიეტმასნა. მეც საკენკს ვყიდულობ და უფლის ანგელოზებს ასე ვაპურებ.

© photo: courtesy of Tsiuri Aspanidze-Meskhishviliციური ასპანიძე-მესხიშვილი
ბავშვობის დროინდელი ოცნება და „ტატუს“ მესხური ტრადიცია, ანუ სამშობლო რომ არ დაგვეკარგოს - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ციური ასპანიძე-მესხიშვილი

კიდევ კორპუსის გარე პერიმეტრზე ქუჩის მაწანწალა ძაღლებს ვკვებავ. მძიმე ზამთარი ხუთ-ექვს ძაღლს გადავატანინე. ზოგი ადამიანის გულგრილობა მაღიზიანებს – საკვებს ნაგვის ურნებში რომ ყრიან და მშიერ ცხოველს ფეხს ჰკრავენ, მათთვის ლუკმასაც არ იმეტებენ. ერთ ბომბორას, რომელიც უკვე ჩემია, ლექსი მივუძღვენი. ჩემი ლექსებიდან ხუთი ამ თემაზეა. ის ლექსები გასულ წელს „შოთაობაზე“ პირველი პრემიით დაჯილდოვდა.

− ვიცი, რომ ლიტერატურულ კონკურსებში ხშირად იღებთ მონაწილეობას...

− დიახ, ბევრი კონკურსის მონაწილე, ფინალისტი და გამარჯვებული ვარ. ჩემი პირველი და ყველაზე საყვარელი კონკურსი იყო აკაკი წერეთლის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „მოდინახე“, სადაც ფინალისტებში მოვხვდი და ორჯერ გადმომცეს სიგელი და ფულადი ჯილდო.

ორჯერ მოვხვდი საუკეთესო ფინალისტთა შორის საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსზე „ემიგრანტის წერილი“. დიასპორის მინისტრისგან მიღებული მაქვს მადლობის სიგელი.

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დიდი პატივია მონაწილეობა ქრისტიანული პოეზიის კონკურსში „ნინოს ჯვარი“. ორჯერ გავედი მეორე ადგილზე და მიღებული მაქვს წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონი, ენედელმა და სიგელი.

© photo: courtesy of Tsiuri Aspanidze-Meskhishviliციური ასპანიძე-მესხიშვილი
ბავშვობის დროინდელი ოცნება და „ტატუს“ მესხური ტრადიცია, ანუ სამშობლო რომ არ დაგვეკარგოს - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ციური ასპანიძე-მესხიშვილი

− ლიტერატურულ წრეში რომელი კონკურსის შემდეგ შეგარქვეს ფსევდონიმი „შაშვი“ და რატომ?

− ეს მოხდა მაშინ, როცა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კონკურსის „ხვარამზეობის“ 15 ფინალისტთა ნუსხაში მოვხვდი და, როგორც ერთ-ერთი „ხვარამზე“, მკითხველის პრიზით დამაჯილდოვეს. სწორედ ამ კონკურსიდან შემომრჩა ეგ სახელი დღემდე ჩემი ერთი ლექსის, „შაშვის“ გამო.  

კონკურსების თემას თუ გავნაგრძობთ, ჩემთვის ასევე სასიამოვნო იყო ონში ჩატარებული მურმან ლებანიძის სახელობის კონკურსი „ლიხს იქით და ლიხს აქეთ“, რის მერეც ჩემი ლექსი საუკეთესოთა კრებულში შევიდა.

„ოდეონის“ კონკურსში მონაწილეობა ორჯერ მივიღე. აქაც კრებულში შევიდა ჩემი ლექსები. ჩემთვის საოცნებო იყო ლიტერატურული კონკურსი „ბათუმის ლექსების გამოფენა“. უფალმა ეს ნატვრაც ამიხდინა და აქაც ფინალისტებში მოხვდი.

მესხეთში TV-9-ის მიერ ორგანიზებულ „მესხურ ფესტივალში“ მონაწილეობისთვის რეგიონული ტელევიზია TV-9-ის პრიზი მაქვს მიღებული. გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის" მიერ „შოთაობის" დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსზე პრემია გადმომეცა. სხვათა შორის, ამ კონკურსის სამგზის ლაურეატი ვარ: ორჯერ პირველი და ერთხელ მესამე ადგილი დავიკავე.

© photo: courtesy of Tsiuri Aspanidze-Meskhishviliციური ასპანიძე-მესხიშვილი
ბავშვობის დროინდელი ოცნება და „ტატუს“ მესხური ტრადიცია, ანუ სამშობლო რომ არ დაგვეკარგოს - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ციური ასპანიძე-მესხიშვილი

− აქვე მინდა, რომ მკითხველს თქვენი ლექსი „სამშობლო არ დამეკარგოს!“ გავაცნოთ.

 გახსოვს? ერთხელ, დავნიძლავდით, ლურჯთვალება ღიღილოზე,

შენ წააგე და მაკოცე უცებ − ყურის ბიბილოზე…

ბიბლიაზე დაიფიცე: მე მეგონე ნიბლიაო,

ვთქვი: საბრალო, ოქროღილას როგორ მოუხიბლიაო?!.

ნეტა მართლა ჩამახუტა ლურჯწამწამა ღიღილოებს,

მაკოცნინა ყაყაჩოებს, მამლის წითელ ბიბილოებს…

იმ ზეცის ქვეშ გამახუნა, მზე რომ წნავდა უფლის სკვნილებს

და იმ სოფლის ტაძრის გზაზე ცოლად გავყვე მეწისქვილეს…

სადაც, პაპაჩემის სული არ კვდება და ისევ ნისლობს,

ცხრათვალა მზის ოქროს სხივი, მტრისათვის რომ ისევ ისრობს...

იმ მთის თავზე დამანახა, ღამით მთვარე როგორ მისნობს,

ხან რომ მცხეთას დაადგება, წაბრძანდება ხანაც იმ სნოს,

სადაც, თეთრი მყინვარწვერი ღვთისმშობელის წინდებს მიქსოვს

და გერგეთის სამებაზე სანთლებს ანთებს თითის სიმსხოს!..

დედა სკვნილზე რომ ლოცულობს: (მამას დაეკარგა სტვირი!)

სამშობლო არ დამეკარგოს! − სტვირს კი არა, ამას ვსტირი!..

−  რა არის საჭირო იმისთვის, სამშობლო რომ არ დავკარგოთ?

− ურთულესი შეკითხვაა. დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, როცა ყველგან და ყველასთვის საზღვარი ღიაა და Welcome-ს გვეუბნებიან, ამან არ უნდა გაგვაბრუოს. იმ ადამიანებმა, აქ სახლ-კარი და მიწა რომ გაყიდეს და უცხოეთში გაიქცნენ, განა რა შეიძინეს ისეთი? გაიხსენეთ, როცა მსოფლიო პანდემია გამოცხადდა, რატომ მოისურვა უმეტესობამ სამშობლოში დაბრუნება?

საერთოდ, სამშობლო ისეთი რამეა, სადაც უნდა იყო, გეძახის – ჩემი მიწით ხარ გაზრდილი, ვალი გაქვს ჩემი და შენი სხეულით უნდა დამიბრუნოო...

გენერალი გიორგი კვინიტაძე 100 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც „დაუბრუნდა“ თავის სამშობლოს. სხვათა შორის, „დიდი თურქობის“ დროს გენერალ გიორგი კვინიტაძის გვარდიამ მესხეთში, ასპინძის რაიონიდან თურქების მიერ გატაცებული ულამაზესი ქალიშვილები რომ გაათავისუფლა, მათ შორის ბაბოჩემიც, 12 წლის სოფიო ჯვარიძეც იყო.

− მესხეთთან დაკავშირებით რაიმე საინტერესო ამბავი ხომ არ გახსენდებათ?

−  მახსოვს, ბაბოსა და მამიდას ხელებზე თავიანთი სახელების პირველი ასოები ჰქონდათ „ტატუდ“ გაკეთებული. ბავშვობაში როცა ამას ვხედავდი, სულ მიკვირდა, ციხეში ხომ არ არიან ნამყოფი-მეთქი. მაგრამ რასაც ახლა გეტყვით, გაგიკვირდებათ: მესხეთში ყველა ცდილობდა, რომ ასეთი ტატუ ჰქონოდა. თუ მათ თურქ-ლეკი გაიტაცებდა, ისინი ამ ტატუთი შეიძლებოდა ეპოვათ. აი, როგორ არ უნდა დავკარგოთ სამშობლო (უკვე სამშობლოდაკარგულებმა). შევხედოთ ახალგაზრდობას, ვინმეს აქვს ტატუდ საქართველო? სამშობლო ხომ ის ოქროს ღილია, ყოველთვის გულზე რომ უნდა გვებნიოს...

ყველა ახალი ამბავი
0