„მომავლის ხმები“: გურიაში საბავშვო ფესტივალი ჩატარდება

© Sputnik / STRINGERბავშვთა გუნდი
ბავშვთა გუნდი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
ღონისძიების მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სიმღერა-გალობის უკეთ წარმოჩენა მომავალი თაობებისთვის.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების ყოველწლიური ფესტივალი „მომავლის ხმები“ გურიაში 25–27 ივნისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები. 

რაჭა - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
მუსიკა რეგიონებს: საქართველოში ექსპერიმენტული ფესტივალი გაიმართება

სამდღიან ფესტივალში სხვადასხვა რაიონებიდან სალოტბარო სკოლების 200-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც საკუთარი კუთხის ტრადიციულ სიმღერებს შეასრულებენ. კონცერტები ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეკვეთილში ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობები – გასართობ ღონისძიებებთან ერთად მოეწყობა ფილმების ჩვენება-გარჩევა.

„მომავლის ხმები“ პირველად 2019 წელს ჩატარდა გურიაში. ფესტივალში მონაწილეობდა 11 სალოტბარო სკოლის 400-მდე ბავშვი. ამჟამად საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რაიონში 27 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ქართული ტრადიციული სიმღერის შეწავლა ყველა მსურველს შეუძლია.

 

ყველა ახალი ამბავი
0