რითაა საშიში კორონავირუსის ინდური შტამი - „სპუტნიკV"-ს შემქმნელის თვალსაზრისი

© REUTERS / FRANCIS MASCARENHASეპიდსიტუაცია ინდოეთში
ეპიდსიტუაცია ინდოეთში - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
გამოწერა
კორონავირუსის ინდური შტამი მეტად აგრესიულია, ის აჩქარებს დაავადების დამძიმებას, განაცხადა ალექსანდრ გინცბურგმა.

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. ვაქცინა „სპუტნიკV" იცავს კორონავირუსის ყველა დღეისათვის ცნობილი შტამისგან, განაცხადა გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა.

„ანტისხეულები, რომლებიც „სპუტნიკV"-ს გამოყენების შედეგად გამომუშავდება, იცავს ყველა დღეისათვის ცნობილი შტამისგან, დაწყებული ბრიტანულით, დამთავრებული ინდური, „დელტას“ შტამით“, - განაცხადა გინცბურგმა.

სპეციალისტმა ასევე დაახასიათა „ინდური შტამი“, რომელიც ამჟამად რუსეთში ცირკულირებს.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის შემთხვევები კვლავ დაფიქსირდა

მან აღნიშნა, რომ ეს შტამი მეტად აგრესიულ სურათს ქმნის: უჰანის შტამთან შედარებით დაავადება მიმდინარეობს გაცილებით „ელვისებურად“.

„ის უფრო აგრესიულია. მსუბუქი სიმპტომატიკიდან დაავადების მძიმე ფორმებში გადასვლის დროს ამცირებს. ამის შედეგად საკუთარი ანტისხეულების შესაძლო გამომუშავებისთვის საჭირო დრო მცირდება“, - განაცხადა გინცბურგმა.

ინდური შტამი (კორონავირუსის დელტა-ვარიანტი) უკვე 80-ზე მეტ ქვეყანაშია აღმოჩენილი და გავრცელებასთან ერთად მუტაციას განიცდის.

გამალეის ცენტრში შექმნილი „სპუტნიკV" მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაა. ამჟამად რუსეთში რეგისტრირებულია კიდევ სამი პრეპარატი: „ეპივაკკორონა“, „კოვივაკი“ და „სპუტნიკ ლაიტი“.

ყველა ახალი ამბავი
0