ჯანდაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა

© photo: Sputnik / Stringerჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
უწყების ცნობით, მომსახურების ცენტრის თანამშრომლები ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ორგანიზებით გადამზადდნენ, მათ მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებით დამატებითი ტრენინგები ჩაუტარდათ.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრი მომხმარებელს ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თანამედროვე და განახლებული სტანდარტების ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.

ტიკარაძის განცხადებით, აღნიშნულ ცენტრში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა რეფერალური, სოციალური მომსახურებისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამები, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ. განახლებული ცენტრი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მოწყობილია პანდუსი.

"ორი წლის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეგვესწავლა ჩვენი მოქალაქეების ყველა საჭიროება და სამინისტროშივე შეგვექმნა მისაღები, რომელიც ამ საჭიროებებზე იქნებოდა ორიენტირებული. სწორედ ამ მისაღების ბაზაზე მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები ყველა იმ აუცილებელ მომსახურებას, რაც მათ ჩვენი სფეროს მიმართულებით ესაჭიროებათ", – აღნიშნა მინისტრმა.

განახლებული ცენტრი მოქალაქეებს კვირის სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 20:00 საათამდე, შაბათს კი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე მოემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0